ფორთოხალიიიეგ მაგარი "ჭკვიანური" გაგიკეთებია რო გამოტოვე. 3 დაგრჩა
ყველა შემთხვევაში უნდა გახვიდე პირველ ცდაზე, საერთოდ დაქოქვაც რო არ იცოდე მანქანის მაინც, თუ გამოტოვებ მაინც დაკარგულია ეგ ცდა.
ძან მარტივია რამდენიმე საბაზისო პრინციპს თუ დაიმახსოვრებთ.
პირველ და მეორე გარაჟში დაყენების დროს ხაზს მოიქცევ მარცხენა მხარეს საბურავთან ახლოს და ყველაზე მთავარი აქ, წინ მისვლა არ დაგენანოთ
რო გააჩერებთ და იფიქრებთ საკმარისიაო ცოტათი კიდე მიდით წინ იმიტო რო მაგ დროს რაციონალურად ვერ ფიქრობს ტვინი და რო გგონიათ უეჭველი ეყოფაო შეიძლება არ ეყოს

თან ზედმეტი წინმისვლა არაფერს წყენს და არასაკმარისი კი. ზუსტად ის პონტია მიკლებულს მორჩენილი ჯობიაო.
მერე რულს მოუხვევთ მაქსიმალურად მარჯვნივ და დაიწყებთ უკანსვლას, ამ დროს მარტო სარკეებით იბნევი ადამიანი და ორიენტაცია გერევა სად ხარ ამიტო თამამად მიიხედ-მოიხედეთ, თუ გინდათ ფანჯრიდან გადაყავით თავი, გვერდზე ვინც გიზით იმის არ მოგერიდოთ, დაჟე ხელი რო არ შეეშალა ისე გაასწორა სავარძელი მე რო ვიყავი.
თან მარჯვენა სარკეში უყურეთ საბურავი რო მიუახლოვდება გარაჟს და შესვლას დაიწყებთ საჭესაც გაასწორებთ
ერთი ყველაზე კაი რჩევა ის არის კიდე რო როცა ადგილი არ გყოფნის რომელიმე ელემენტის გაკეთების დროს სანამ საბურავით შეხვალთ ბორდიულზე ჯობია გააჩეროთ საპირისპირო მხარეს დაიძრათ და გამოასწოროთ შეცდომა.
წარმატებები ყველას
მეც მეოთხე ცდაზე ჩავაბარე. საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე, არ მინდოდა პრაქტიკაზე და 5 ლარიან წრეებზე ფულის დახარჯვა
This post has been edited by Dv@li on 11 Apr 2015, 22:35