გაუამრჯოს, ბიჭებო ვაპირებ რო გორში ჩავაბარო გამოცდა,რადგან უფრო პატარა ადგილია(სადაც ვსწავლობ იქაც დაახლოებით ეს ფართობია და გამიადვილდა ტარება)ასევე რუსთAვთან შედარებით შუქნიშნები და სტოპები არაა და კაია.ხოდა პრაქტიკულ გამოცდაზე რაღაც კითხვები მაქვს და იქნებ დამეხმაროთ, დავწერ თუ როგორ ამიხსნეს პრაქტიკული და თუ რამე არასწორად ვიცი მითხარით
დავალება 1 - ზიგზაგი
აქ შევდივართ მარჯვენა მხრიდან და პირველი მოხვევა არის მარცხნივ
დავალება 2 - პარკირება
ზიგზაგიდან გამოსვლის შემდეგ მივდივართ პირდაპირ და ვაჩერებთ ხაზთან ისე,რომ უკანა მარჯვენა პატარა ფანჯარაში გამოჩნდეს პირველი ჯოხი, რულს ვიღებთ ბოლომდე და მივდივართ უკან იქამდე სანამ მარცხენა სარკეში არ გამოჩნდება უკანა სამი ჯოხი. გამოჩენისთანავე ვჩერდებით და ვასწორებთ საჭეს, შემდეგ მივდივართ უკან იქამდე სანამ უკანა საბურავი არ გადაკვეთს წყვეტილ ხაზს, შემდეგ ისევ ვიღებთ საჭეს ბოლომდე და მივივართ უკან სანამ ჩვენს წინ ორივე ჯოხს არ დავინახავთ სრულად.. ვათავისუფლებთ და ვწევთ ხელის ტორმუზს.
დავალება 3 - რვიანი
პარკირებებიდან გამოსვლამდე, დავუშვებთ ხელის მუხრუჭს ჩავაგდებთ სიჩქარეში და წავალთ რვიანისკენ, რვიანზე შევდივართ მარჯვენა მხრიდან, შემოვუვლით და გამოვდივართ.
დავალება 4 - გარაჟი
რვიანიდან რო გამოვდივართ, მივდივართ პირდაპირ, სურათზე ხაზი ძაან ცუდად ეტყობა მარა აი აღმართამდე როა იმ ხაზამდე ალბათ, ისე რომ უკანა მარჯვენა პატარა ფანჯარაში ჩანდეს უახლოესი ჯოხი ანუ მძღოლიდან მარჯვენა მხარეს როა ის. ვიღებთ რულს ბოლომდე და მივდივართ იქამდე სანამ მანქანა არ გაუპარაელდება გარაჟის ხაზს, მერე ვასწორებთ რულს და შევივართ გარაჟში იქამდე რო სარკე გაუსწორდეს მეორე ჯოხს. ვაჩერებთ მანქანას, არ ვწევთ ხელის მუხრუჭს.
დავალება 5 - გზაზე მობრუნება
აი ეს დავალება სურათიდან ვერ მივხვდი როგორ უნდა გავაკეთო, სავარაუდოდ გარაჟიდან რომ გამოვალთ მივდივართ პირდაპირ, შუაში ჯოხები როა მაგის მეორე მხარემდე მივდივართ და ცავუხვევთ ქვევით,მერე მოვატრიალებთ და გამოვდივართ? ასეა?
დავალება 6 - აღმართით
ავდივართ აღმართზე და მანქანას ვაჩერებთ ისე რომ მარჯვენა სარკე და თითქმის გაუსწორდეს გაჩერების ნიშანს(მაგრამ გორის საგამოცდოში ამ სურათზე არ ჩანს ეგ ნიშანი და როგორ ვიხელმძღვანელო?) გაჩერების მერე ვწევთ ხელის ტორმუზს, დაძვრისთვის ვაწვებით გაზს ისე რომ 30-40-ს შუა იყოს ტახომეტრის ნიშანი,ფეხს ვაჩერებთ ამ დონეზე და მერე ვუშვებთ ცეპლენიას ისე რომ ტახომეტრი დაეშვას 10-მდე და ცეპლენიასაც ვიჭერთ ამ მაჩვენებელზე, დავწევთ ხელის ტორმუზს და მანქანა დაიძვრება ყოველგვარი დაბუქსავების და დაგორების გარეშე. გადავდივრთ აღმართს და ეგააა მგონი ჩავაბარეთ?
ესეიგი ასე ამიხსნეს ავტოსკოლაში დღეს ეს დავალებები,ხოდა მეც რო გავატარე ნუ იდეალური არ იყო , 2ჯერ გამოვედე ჯოხს, 1-ჯერზე ზიგზაგისას და მეორეჯერზე რვიანზე, პარკირება და გარაჟი ორივე იდეალურად ჩავაყენე, გზაზე მობრუნებაც ზუსტად იყო. ასევე აღმართზე 5ჯერ ვცადე და ყველა ჯერზე ზუსტად,ა რც დამიგორდა და არც ჩამიქრა
ერთადერთი ის იყო რო გაჩერების მერე დაძვრისას მიქრებოდა ხოლმე,მარა პირველი გაკვეთილი იყო და მომდევნოზე დავამუღAმებ მაგასაც,
თეორია ბოლომდე ვიცი 29-30ქულას ვაგროვებ სულ. სავარაუდოდ მინდა რო სამშაბათს გავიდე გამოცდაზე,იმედია წარმატებული იქნება.
This post has been edited by datagonashvili on 20 Jun 2015, 19:44
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)