გამარჯობათ
ხვალ სკოლაში უნდა დავწერო საკონტროლო მართვის მოწმობაზე ოღონდ რაც ვისწავლეთ ჯერ-ჯერობით იმაზე ხოდა რა არის განსხვავებული

ტესტს კი არ ვწერთ როგორც მართვის მოწმობის ასაღებადაა საჭირო არამედ კითხვაა და პასუხი ჩვენ თითონ უნდა გავცეთ ხოდა პარალელური კლასიდან გავიგე ეს კითხვები ალბათ ჩვენს კლასშიც ამ კითვებს შემოიტანენ და შეგიძლიათ დამეხმაროთ? სულ 13 კითხვაა მე კითხვებს დავწერ და თუ შეგიძლიათ რომ სწორი პასუხები დამიწეროთ, დიდი მადლობელი დაგრჩებით

1. ჩამოთვალეთ საგზაო ნიშნების ძირითადი ჯგუფები
2. რომელი საგზაო ნიშანი არის სამკუთხედი ფორმის,თეთრი,წიტელი არშიით?
3. როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი, როდესაც სტაციონალური და დროებითი საგზაო ნიშნების მოთხოვნები ურთიერთსაპირისპიროა?
4. თქვენი აზრით, რატომ აქვს საგზაო ნიშნების ჯგუფებს მინიჭებული კონკრეტული პერი, ფორმა?
5. მაფრთხილებელ ნიშნებს სახიფათო ადგილიდან რა მანძილის მოშორებით ვხედავთ პირველად?მეორედ?
6. რომელი მაფრთხილებელი ნიშნები მეორდება დასახლებული პუნქტის გარეთ?
7. რომელი საგზაო ნიშანი არის წრის ფორმის,თეთრი,წიტელი არშიით?
8. ნიშანი "ყველა შეზღუდვის დასასრული" რომელ შეზღუდვებს არ აუქმებს?
9. რომელი ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებზე?
10. რომელი მაფრთხილებელი ნიშანი შეიძლება დაიდგას 50 მეტრზე ახლოს?
11. რომელი ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება 1 და 2 ჯგუფის ინვალიდებსა და ტაქსებზე ჩართული ტაქსომეტრით?
12. რა მაქსიმალური სიჩქარითაა შესაძლებელი მოძრაობა საცხოვრებელ ზონაში, დასახლებულ და დაუსახლებელ პუნქტში და მაგისტრალზე?
13. რა მაქსიმალური სიჩქარითაა შესაძლებელი ბუქსირება და რა მაქსიმალური სიჩქარით უნდა იმოძრაოს ავტომობილმა, თუ მისი მასა 3,5 ტონაზე მეტია?