თეორიის შესახებ:
გამოცდაზე ანალოგიური ბილეთებია რაც teoria.on.ge-ზე
ავტოსკოლები დაიკიდეთ, 1 კვირით ადრე ყოველდღე 1-2 საათი აკეთეთ მაგ საიტზე ტესტები. ავტომატურად დაგამახსოვრდებათ პასუხები, რომც არ გაიაზროთ. 30 ქულით გამოვედი მე, მიუხედავად იმისა, რომ საფუძვლიანად მქონდა ნასწავლი, ტესტები ზეპირად მახსოვდა და ისე ვაჭერდი პასუხებს
მანქანაში ჩაჯდომამდე რაც არ უნდა თავდაჯერებულები იყოთ, მაინც ანერვიულდებით

მარცხენა ფეხი აკონტროლეთ, კანკალი იცის გამაღიზიანებელი
აღმართზე გაზი იხმარეთ, burnout გავაკეთებინე მე მანქანას (გაუაზრებლად), ჩაბარების მერე იმ კაცს ბოდიში მოვუხადე არაკომფორტული მგზავრობისთვის