რა გამახსენდა ))))
პირველად რომ გავედი გამოცდაზე, როგორც კი მანქანაში ჩავჯექი, დავიწყე ჩემთვის ჩუმად ბურდღუნი,ანუ რაა ეხლა: ჩავჯექი,ღვედი გავიკეთე,სარკეები გავასწორე, სკამი გავასწორე, ცეპლენია, დავქოქე, წავედი... და ამ ყველაფერს ჩუმად ვლაპარაკობ ჩემთვის
გვერდით მეჯდა ერთი ტუჩებგადმობრუნებული,მოშნი პატრული..
შემომხედა და შემომიბღვირა გოგონი რას ჩურჩულებ, ან ხმამაღლა ილაპარაკე,ან გაჩუმდიო..
მევთქვი უიმეეე.... აი სად დამერხა მეთქი

გადავლახე ყველა წინაღობა, აღმართზე ცოტა დავგორდი, ქულები დამაკლდა, მაგრამ მაინც კარგად ავედი... მიხარია, ვსიო კანფეტიღა დამრჩა, პარკირებას რა უნდა თქო დაა ასე აჟიტირებულმა შევეხე ხაზს...
შემომიბრუნდა ტუჩებგადმობრუნებული და მომილოცა შემდეგ კვირაში გამოგვიარეო ))))
მევთქვი ვაახხ... ეს როგორ დამემართათქო და მომავალ გამოცდაზე მეტად თავდაჯერებული გამოვცხადდი,იმის იმედით,რომ ის ტიპი აღარ შემხვდებოდა ))))
გვერდით ერთი პატარა ბიჭი მომიჯდა, ამჯერად ხმა აღარ ამომიღია,ისე თავმომწონედ ჩავჯექი და წავედი,რომ იმ ტიპს ეგონა ეს პროფესიონალი მძღოლია და უბრალოდ პრავა უნდოდაო (დროდადრო კმაყოფილი ჩაიღიმებდა ხოლმე)

ყველა დაბრკოლება ქულის დაკლების გარეშე გადავლახე... პარკირებიდან რომ გამოვდიოდი,ავტომოპასუხემ მითხრა: გილოცავთ თქვენ წარმატებით გადალახეთ ყველა დაბრკოლებაო...
აი მაშინ ვეღარ შევიკავე თავი და ავლაპარაკდი ამდენი ხნის სიჩუმის შემდეგ
ტექსტი ასეთი იყო: რაა? ჩავაბარე? დამთავრდა? რომ არ გამიჩერებია? რუჩნოი რომ არ ამომიწევია

ტიპი გადავრიე )))
დაწყნარდი გოგონი, ეხლა ფრთხილად მოუხვიე და გააჩერე, შემდეგ ამოწიე ეს შენი ნანატრი რუჩნოიცო

ისე გადმოვფრინდი მანქანიდან, არავინ მახლდა და ვის ჩავხუტებოდი არ ვიცოდი
If you judge people, you have no time to love them...