GEONIKკი საკაიფო მოედანია, იმენა მილიმეტრებშია პროპორციები დაცული და მარტო ცეპლენიას კი არა ყველაფერს თAვიდან ბოლომდე გასწავლის.
გლდანში, მეტრო ახმეტელიდან ზემოთ ახვალ, წმ. გიორგის ეკლესიასთან, გალფის კალონკაცაა და რავი გლდანის პარკიცაა, "არტ დრაივი" აწერია ღობეს

ნუგზარი - 551 07 07 54
15 ლარი - 45 წუთი. სადღაც 4-5 წრეს მოასწრებ
ernoreმწვანეზე, მწვანეზე, გილოცავ!!!
nikala_papaმე როგორც გავაკეთე ისე დავწერ:
1. ჩავჯექი და სკამი გავასწორე;
2. ფეხით მოვსინჯე ცეპლენიას ხო კარგად ვწვდებოდი და ფეხიც დაჭიმული ხო არ მქონდა;
3. მარჯვენა სარკე არ დამევასა და ინსტრუქტორს გავასწორებინე, მარცხენა სარკე კარგად დამხვდა;
4. ღვედი შევიკარი;
5. კარობკა შევამოწმე (ამბობენ შეიძლება სპეციალურად მე-3 სიჩქარეში დაგიტოვოსო და მაინც ნა ვსიაკი სლუჩი გადავამოწმე ხო მართლა პირველში იყო)
6. ცეპლენიაზე და ტორმუზზე მიჭერია ფეხი;
7. ვქოქავ მანქანას;
8. ხელის მუხრუჭს დაბლა ვწევ ბოლომდე;
9. ტორმუზს ვუშვებ ფეხს;
10. ნელ-ნელა ვუშვებ ცეპლენიას ფეხს;
11. გარაჟი;
12. ზიგი;
13. ჩიხი (აქ კომპიუტერი გეუბნება "მიმართულების შეცვლაო" ჩიხში მობრუნებას ქვია და არ დაიბნე ჩვეულებრივ შეხვალ რა);
14. რვიანები;
15. აღმართი;
16. შუქნიშანზე ყურადღებით: თუ წითელია გაჩერდები

17. ქვეთთა გადასასვლელზეც ნელა გაივლი (არ ჩერდები, გარდა იმ შემთხვევისა თუ მოხდა სასწაული და ვიღაც გზააბნეული არ დაგხვდება გადასასვლელთან);
18. ლიანდაგზეც ნელა გაივლი (მარჯვნივ გაიხედები, მერე მარცხნივ, მერე ისევ მარჯვნივ და მერე ისევ მარცხნივ, ანუ 2-2 ჯერ ვიყურებით მარჯვენა-მარცხენა მიმართულებით

არ ვღადაობ მართლა. ინსტრუქტორი გიყურებს ხო ყურადღებით ხარ ლიანდაგზე და მაგიტო უნდა გაიხედო აქეთ-იქით).
19. პარკინგი: რო შეხვალ, გაჩერდები და საჭეს გაასწორებ, მერე ნეიტრალურში ჩააგდებ, ხელის მუხრუჭს ამოუწევ ბოლომდე (!) და ფეხებს უშვებ პედლებს.
20. კომპიუტერი გეუბნება რო თქვენ წარმატებით ჩააბარეთ გამოცდაო;
21. ინსტრუქტორი გეუბნება მიმიყვანე საწყის ადგილზე და თან გეკითXება რუსთავში აიღებ მართვის მოწმობას თუ თბილისში.
22. მიხვალ საწყის ადგილზე საიდან დაიწყე: ჩვეულებრივ გაჩერდები (ცეპლენია+ტორმუზით), რუჩნოის ამოუწევ და მანქანას ჩააქრობ. (პირველ სიჩქარეში დატოვე)