http://forum.ge/rules.html#44.15. იკრძალება ფორუმის ადმინისტრაციისა და მათი საქმეების საჯარო განხილვა (გამონაკლისს წარმოადგენს ზოგადი ხასიათის (არაპირადული) საკითხების განხილვა ფორუმში "ფორუმის შესახებ").
განხილვის ქვეშ იგულისხმება:
ფორუმის მოდერატორებთან ან ადმინისტრაციასთან მიმოწერა. მაგალითად, მათი გზავნილების ციტირება თხოვნებთან, გაფრთხილებებთან, შენიშვნებთან ან დასჯებთან დაკავშირებით, მათზე გამოპასუხება.
საქმის გარჩევები, მაგალითად, ასეთი ტიპის გზავნილი: "მე არ დამირღვევია წესები, თქვენი შენიშვნა უსაფუძვლოა!"
თხოვნები. მაგალითად, "გთხოვთ, გახსენით ეს თემა!"
კითხვები. მაგალითად, "რატომ წაშალეთ თემა?"
კომენტარები. მაგალითად, "აი, მივიღე გაფრთხილება, მადლობა ამისთვის მოდერატორს!"
პროვოკაციული კითხვები (რომლებზეც პირდაპირ პასუხებს ერთმნიშვნელოვნად მივყავართ წესების დარღვევასთან). მაგალითად, "რისთვის მივიღე შენიშვნა?"; "გაფრთხილება მოგცეს?"
ადმინისტრაციის უმოქმედობის განხილვა. მაგალითად, "რახან ეს მონაწილე მოდერატორებმა არ "დაბანეს", ე.ი. ისინი ერთად არიან!"
თუ ფორუმის მოდერატორმა ან ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შენიშვნა მოგცათ ან გაგაფრთხილათ და ამან თქვენში პროტესტის გრძნობა გააჩინა, გაგიჩნდათ კითხვები ან მოგინდათ კომენტარების გაკეთება, მაშინ უმჯობესია პირადი მიმოწერის (PM-ის) საშუალებით გასცეთ პასუხი (ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თუ თქვენთვის ხელმიუწვდომელია PM-ის სერვისით სარგებლობა), და არა თემის საშუალებით. შეგახსენებთ, მხოლოდ ფორუმის მოდერატორსა და ადმინისტრაციას აქვს იმის უფლება,რომ მონაწილეებს მისცენ საჯარო შენიშვნები. ეს იძულებითი ზომაა, რადგან დიდ ფორუმზე ზომების სხვაგვარად მიღება წესრიგის დამყარებისთვის, როგორც წესი, შეუძლებელია.
ფორუმის ადმინისტრაციისა და მოდერატორების ნებისმიერი კონკრეტული ქმედების განხილვის აკრძალვის მიზეზები:
თვითონ თემებში ამ თემების მოდერირების განხილვა წარმოადგენს ბოროტი ზრახვის ოფტოპიკს, რაც აკრძალულია (იხ. პ. 4.3.7.)
ფორუმზე იკრძალება ღრმად პირადული ხასიათის მქონე საკითხების განხილვა (იხ. პ. 4.3.10.), ხოლო "რისთვის მომცეს გაფრთხილება" ტიპის კითხვების უმეტესობა მიეკუთვნება სწორედ მათ კატეგორიას.
საჯარო განხილვები (არც თუ იშვიათად იმ პირების მონაწილეობით, რომლებსაც არ გააჩნიათ სრული ინფორმაცია ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ სკანდალში მონაწილეობის მიღება სურთ) შეიძლება გადაიზარდოს გაუთავებელ დავაში მონაწილეებსა და მოდერატორებს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს არ მოიტანს- არ გადაჭრის პრობლემას.
ფორუმის ადმინისტრაციასთან და მოდერატორებთან ყველა პირადული საკითხი უნდა მოგვარდეს პირადი მიმოწერის (PM-ის) ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით (თუ თქვენ არ გაქვთ PM-ით სარგებლობის უფლება)
თუ თქვენს მიერ წამოყენებული საკითხი არის არა პირადული ხასიათის მატარებელი, არამედ ეხება მოდერირების საერთო პოლიტიკას, მაშინ ასეთი საკითხის დაყენება შესაძლებელია ფორუმში "ფორუმის შესახებ".
თუ მიუკერძოებლობას მთხოვ, ჯერ შენი დავორნით უნდა დავიწყო.
ჩემი მიცემული ვორნი ჯერ არავისათვის არ მოუხსნიათ და თუ გინდა გამოსცადო შეგიძლია გაარგძელო იგივე სტილში