უჰ შემოგიერთებით... იმდენი ქაჯობა ვნახე ამ დღეებში რომ არ გაგიზიაროთ გული გამისკდება
1. გუშინ მივგორავთ ვაგზალზე პაწაწა ქუჩაზე დინამოსთან რომ წრეა იქით მივიწევთ, გაგიკვირდებათ და საცობია, გავჩერდით და ველოდებით როდის დაიძვრება მანქანა. უცებ საზიზღარი ბიძგი და ხმა გაისმა

ჩემი მეუღლე იჯდა საჭესთან და მშვიდად ვუთხარი დაგვარტყეს, ისიც უსიტყვოდ გადავიდა, აღმოჩნდა რომ დამნაშავე იყო უკან მომავალი ჯიპი რომელსაც მართავდა კლასიკური გაგებით "დამაზარულომ" (თორე ჯიპმა რა დააშავა) :დ როგორც ჩემმა 4 წლის შვილმა აღნიშნა " სად იყურებოდა ნეტა ის დეიდა"
2. მე თუ ვარ ორიენტირებული დათმობაზე, გაშვებაზე, სხვა პალნეტიდან არის ეს ხალხი? დილით საბჭოს მოედნიდან ქვემოთ რომ გზა ჩადის ჩავუხვიე და რაღაც შინდისფერმა იქვე მიპარკინგებულმა მერსედესმა ყოჩაღად აიღო რული ისე რომ კინაგამ ცხვირი ჩაყო ჩემ კრილოში. რა ციმციმა რის ციმციმა, ციმციმას მაგიერ განრისხებული თვალებით იყურებოდა - ეჰეი შენ! რატომ არ მაცდი რაც მინდა ის ვაკეთოო, აი ვერ მომესწრო მანევრირება და ვანახებდი ციმციმა როგორ ირთვება
3. შუქნიშანზე რომ წითელი ინთება .... ჩემი საყვარელი მომენტია მოუთმენელი მძღოლი რომელიც საპირისპირო ზოლში გადადის და პირველ მანქანას იქვე საპირისპირო ზოლში გვერდს დაუმშვენებს მწვანე შუქის ლოდინში

ასეთ სანახაობას იმდენჯერ ვაწყდები დილა-საღამოს.... დეტალებით არ შეგაწყენთ
ისე ერთადერთი რაც არის გამოუცდელობით შეიძლება მოგივიდეს სისულელე, აი მე ჩემს ქაჯობასაც არ დაგიმალავთ, ერთადერთია და იმაზეც ყველა გახსენებაზე ჭარხალივით ვწითლდები. სამსახურიდან მიმეჩქარებოდა ორთაჭალაში ნიუ ჰოსპიტალსში, გარკვეული მიზეზების გამო ძალიან ვღელავდი + დრო მქონდა 40 წუთი

მოკლეთ კოშმარი დღე იყო . და აი...გავაჭერი ამაყად შადრევნისკენ და ძალიან წინ წავიწიე უკვე როცა მივხვდი იქ შეხვევა არაფრით არ შეიძლება , მხოლოდ ავტობუსების გზაა

იქვე იდგა პატრულიც

ნუ მანდ მივიღე შტერი სახე და ვიფიქრე რაც იქნება აიქნება, იქნებ მაპატიონ თქო და გულისკანკალით შევუხვიე მარჯვნივ სამინისტროებთან. და რას ვხედავ სარკეში???????? მომყვება უკან ტაქსი შენ ხარ ჩემი ბატონი, მერე კიდევ რაღაც მანქანა არც პატრულს ქონია რეაქცია

არა და მართლაც რომ არის ეგ ნიშანი და ეგ გზა ნიუ ჰოსპიტალის ასახვევამდე მართლა ცალმხრივია მსუბუქი მანქანებისთვის.
ღმერთო, გვასწავლე დათმობა ერთმანეთისთვის

რამდენად გამარტივდება ცხოვრება.