ყველას დიდი მადლობა
გამოხმაურებისთვის, ყურადღებისთვის და ჩემი ამბის გულთან მიტანისთვის
ეხლა ჩემი ამბავი:
გაჩერებული მანქანა დავაზიანე, პატრონი ვერ მოვძებნე ვერსად 4-5 საათი ვიდექი და ველოდებოდი, არ შემეძლო მიტოვება, ნომერის დატოვებას პირადად ნახვა ვამჯობინე
ვინც გაიგო ჩემი ასეთი საქციელი ყველას უკვირდა, განსაკუთრებით გაოცდა მანქანის პატრონი, სხვა ადგებოდა და მიატოვებდაო, მე კი ამას ყურადღებას არც მივაქცევდიო
მე ის მიკვირს რა იყო აქ გასაკვირი, გააფუჭე და უნდა გააკეთო რა
მე ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე რომ სხვისთვის მაგალითი იყოს ჩემი ასეთი საქციელი (მიუხედავად ჩემი ხანგრძლივი უმუშევრობისა) და იქნებ გვეშველოს რამე
ბოლოსდაბოლოს ღმერთის წინაშე მართლები უნდა ვიყოთ
დიდი იმედი მაქვს მსგავს უსიამოვნო სიტუაციაში არავინ არ ჩავარდება
პრობლემა უკვე მოვაგვარე გარკვეული თანხის სანაცვლოდ
ყველას მადლობა კიდევ ერთხელ