GPI-ში მყავს მანქანა დაზღვეული, გამებზარა საქარე მინა. დავრეკე და არ მოვიდნენ. თქვენთითონ მოდით და განაცხადი შეავსეთო.
მეორე დღეს მივედი საათიან რიგში ვიდექი და შევავსე განაცხადი. 8 დღეში მოვიდა ექსპერტი და მერე კიდე 1 კვირაში გაარკვიეს საფასური და შემდეგი ულტიმატუმი წამიყენეს:
ან არაორიგინალი საქარე მინის საფასურს + ხელობა ჩაგირიცხავთ ანგარიშზეო ( 130 ლარს + 50 ლარი ხელობა)
ან ორიგინალის საფასურს გადავრიცხავთ სერვისში და ისინი ჩამოიტანენ და დაგიყენებენო ( 715 ლარს + 120 ლარი ხელობა)
3 კვირის წინ მოვაწერე ხელი დოკუმენტზე რო ფული უნდა გადაერიცხათ რაღაც ფირმისთვის და ორიგინალი საქარე მინა ჩამეტანათ დაეყენებინათ იმათ 3 კვირაში.
დღეს ვრეკავ GPI-ში, აგენტთან დამაკავშირეს და ჩვენ არ ვიცით როდის რა იქნება ფული გადავრიცხეთო და იმათ უნდა დააყენონ თუ გინდათ იმათ ნომერს მოგცემთო

არა და იქამდე 3 კვირაში დაგიყენებენო.
იმათ დავურეკე და თქვენი საქმე ვერ ვნახე საერთოდო და მოგვიანებით გადმორეკეო, ცოტა ხანში ვრეკავ და მონაცემები ჩაიწერეს და ფული ჯერ არ გადმოურიცხავთო

მერე ისევ აგენტს დავურეკე და რაღაც გაურკვევლობააო, მითხრეს რო ფული არაა გადარიცხული და GPI-ში რო დავრეკე მითხრეს რო გადარიცხულიაო. ხვალ ვნახავ სამსახურში რომ მივალო...
+მაგას, 3 კვირის მქონდა შემთხვევა კრილო შემიღუნეს, მაგაზეც მივედი და შევავსე განაცხადი და კიდე არ დაურეკავთ.
ახლა გისმენთ, თავიდან ბოლომდე მომიყევით როგორ მოვიქცე.