მეც მაქვს ნიუსები ჩემს შემთხვევასთან დაკავშირებით (ალდაგისთვის სამწუხაროთ არც ისე კარგი)
დავიწყებ თავიდან.
4 იანვარს 5 რომ თენდებოდა მომივიდა ავტო საგზაო შემთხვევა. პროწივზე გამომივარდა მანქანა მარჯვნივ გადმოვედი და გაჩერებულ მანქანას დავარტყი. (ჩემი მანქანა არის ლინკოლნ ნავიგატორი რომელიც 15K ში მაქვს დაზღვეული დელუქსმაქს პაკეტით. მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა 10 000$. მგზავრების და მძღოლის დაზღვევა 20 000$. ) ის მანქანა იყო 95 იანი მიცუბიში კოლტი. ნუ ის კოლტიდან სმარტათ გადავაქციე და შესაბამისად ეჭვი არავის შეპარვია რო ის მანქანა ტოტალი იყო. იქვე იყო მანქანის პატრონიც რომელსაც სადაზღვევოს წარმომადგენელმა განუმარტა რომ მესამე პირზე მქონდა დაზღვეული და მანქანას უყიდდნენ. (მანქანის პატრონი იძახდა რო 2 კვირის ნაყიდი ყავდა და 2800$ ქონდა გადახდილი მარა ეგ რამდენათ ეგრეა არც ვიცი და მართალი ვთქვა არც მაინტერესებს ეგ სადაზღვევოს საქმეა წესით და კანონით ) ორივე მანქანა გადავიყვანეთ შ.პ.ს. LSG ში რომელიც ალდაგის კონრაკტორი პროფილაკტიკაა (აღმაშენებლის ხეივანზე რესტორან მონოპოლის უკან მდებარეობს) და დაიწყო შეფასების პროცესი. 1 კვირა დაჭირდათ ინვოისის დაწერა გადაგზავნაში. ინვოისის გადაგზავნის შემდეგ 3-4 დღე რო გავიდა დავიწყე რეკვა ჩემს სადაზღვევო აგენტთან რო გამეგო რა გადაწყდა და რამდენი ჯდებოდა მანქანის გაკეთება. ნუ ჯერ რამდენიმე დღე კომიტეტზე იხილავდნენ მისულ ინვოისს. მერე რამდენიმე დღე ვიღაცის ხელმოწერას ელოდებოდა აქტი. საბოლოოთ მანქანების გადაყვანიდან სადღაც 17-18 დრის თAვზე მიკავშირდება ჩემი აგენტი და მეუბნება რო მოდი შენი აქტი მოსულია და ხელი მოაწერე თანხა რო ჩაგირიცხოთო. მეც მივედი და ჰოი საოცრებავ. ინვოისი მოსულია 7340 ლარზე. რათქმაუნდა ამ 18 დღეში მეც დრო არ დამიკარგავს და მთელი მსოფლიო გადავატრიალე ნაწილების ძებნაში. (ჩემი ნაწილების იმპორტის გამოცდილება თითქმის მთელი ფორუმისთვის ცნობილია) ხო და ნახევარზე მეტი ნახმარი ნაწილი მე ვერ ვიშოვე ამ 18 დღეში. მოვითხოვე ინვოისი და აი ისიც.
ამათი იმედი როგორ უნდა გქონდეს და მანქანა როგორ უნდა გააკეთებინო Lincoln ია თუ Linkoln ის ვერ გაურჩევიათ
ნუ ამ ინვოისში რო სასწაული ფასები წერია მაგაზე მემგონი ორი აზრი არ არის. ნავიგატორის კაპოტი 800 ლარათ. რამაში გაღუნული 3 ტონიანი მანქანის გაჭიმვა 200 ლარი. ცხვირის შეღებვა 400 ლარი, კრილო 350 ლარი. შიტოკი 500 ლარი. პროპელერი 50 ლარი და მოკლედ მხოლოდ 1-2 დეტალი თუ მოიძებნება ამ ინვოისში რომლის ჩამოტანაც მართლა შესაძლებელია მითითებულ ფასში.
რათქმაუნდა ამ ინვოისს არ დავეთანხმე და წავედი ეგრევე LSG ში. ჩემი პირველი წინადადება იყო რომ გადამეხადა ინვოისით მითითებული თანხები და ჩამოეტანათ ნაწილები რა ფასებშიც ეწერათ ხოლო გაკეთებით მე თვითონ გავაკეთებდი (რათქმაუნდა თAნხის დამატებით თორე ამ ფასში პროფილაკტიკაშიც არავინ შემაყვანინებს მანქანას) რაზეც უარი მივიღე და მითხრეს რო მარტო იქ გაკეთების შემთხვევაში მოქმედებდა ეგ ინვოისი. კაი რო გავაკეთო რამდენ ხანში გააკეთებთ და რო არ მომწეონოს მერე რა ვქნა თქო. მოკლედო თანხას რო ჩAრიცხავო იქიდან 2-3 კვირა რიგში იდგებიო მერე ნაწილებს ჩამოვიტანთ და დავიწყებთ მანქანასო. იტოგში ესე როგორც მითხრეს მინიმუმ 2 თვის თემა იყო რაც რათქმაუნდა არ მაწყობდა და წავედი ისევ სადაზღვეოში რა ვქნა ამ ფასში ვერ გავაკეთებ და ისინი მინიმუმ 2 თვეს მეუბნებიან თქო. სადაზღვეომ ჩვენ სხვა ვერაფერს ვერ ვიზავთ მეტი არ ჯდება მაგ მანქანის გაკეთება მიდი და ეგენი გაგიკეთებენო. მოკლედ ერთი მეორისკენ იშვერს ხელს მეორე ცდილობს რო დროის გაწელვით მომიშოროს რასაც რეალურად ახერხებს კიდეც იმიტომ რომ მაგათ მანქანა რო დავუტოვო დარწმუნებული ვარ 4-5 თვე ვერ გამოვიყვან და + მთელი ეს პერიოდი იმის გარად რო უმანქანოთ მტოვებენ დაზღვევას ფული უნდა ვუხადო
მანქანის დაზღვევა დღეს საერთოდ ამ თემას გადავაწყდი და ჩემი ეჭვები საბოლოოთ გამტკიცდა. ხოდა ეხლა გაურკვევლობაში ვარ რა ვქნა არ ვიცი. ერთი გამოსავალი მაქვს კერძო ექსპერტიზა ჩავატარო რომელიც შედარებით იაფი ჯდება მარა სასამართლოს და ცხრმეტ საუკუნიანი დავის გარეშე დარწმუნებული ვარ არ გაჭრის. მეორე სამხარაულის ექსპერტიზა ჩავატარო რომელიც ძვირი ღირს. შეფასებული თანხის 12% ს ითხოვენ დაჩქარებულზე და 6% ს 1 თვიანზე მაგრამ ამათ დასკვნას იურიდიული ძალა აქვს და სადაზღვევო ვეღარაფერს შეცვლის. იძულებული იქნება რასაც დაწერენ ის აანაზღაუროს. სამხარაულის შესახებაც თვითონ მითხრეს და ისიც დასძინეს რო ძალიან ცოტას წერენ მანდო და შეიძლება მაგაზე ნაკლებიც დაგიწერონო. თუ ეგრე მოხდა მაგასაც არ აგინაზღაურებთ რაც გვეწერა და სამხარაული რასაც დაწერს მარტო იმას მგცემთო. მოკლედ მაქსიმალურად ცდილობენ ხელი მომაწერინონ და თAვიდან მომიცილონ. მოკლედ ვერ გადამიწყვეტია როგორ მოვიქცე. სამხარაულმა მართლა ნაკლები რო დაწეროს მაგარ შარში ვარ. ჩემით იმდენის დამმატებელი არ ვარ რო ეს გავაკეთო და მაშინ მანქანა დაშლილებში უნდა ჩAვაბარო. მოცემული თანხა დავმაატო და რაც მომივა ის ვიყიდო. მეორე ვარიანტი რათქმაუნდა რო ყველაზე ცუდი დასასრულია ამ საქმის. სამხარაული არ ვიცი როგორ ანგარიშობს სადაზღვეომ რაღAც ცვეთას დაარიცხავენ 10 წლისასო და მაგასაც არ დაგიწერენ რასაც გაძლევთო. მოკლედ მაგარი აჭრილი ვარ.
ასევე მაქვს მეორე პრობლემა. ვისაც დავეჯახე იმ ტიპს ეუბნებიან 1100$ ს მოგცემთ და შენს მანქანასო. ან 1300$ ს და მანქანას დავიტოვებთო. ის ტიპი მომადგა და მეუბნება აგე რას მაძლევენ მოგცემ ამ ფულს და მიყიდე ისეთი კოლტი როგორიც მყავდაო. სადაზღვევოს ეს რო ვუთხარი არ ვქნათ ჩვენ მეტათ არ გვიღირს ეგ მანქანა და კომიტეტზეც კი არ გავიტანთ ახლიდან შესაფასებლათო. ის ტიპი მემუქრება გიჩივლებ და ორივე მანქანას საჯარიმოზ წავაყვანინებო რაც თუ მოხდა მინიმუმ კიდე 2 თვით გამიგრძელდება საქმე. მოკლედ არ ვიცი რა ვქნა. ან ამ ტიპს რა ვუშველო ან ჩემ თავს...
მოკლედ ეს საქმე რო დასრულდება ამ პოსტს დავაკორექტირებ ცოტა გრამატიკულად და გამოვაქვეყნებ ყველა სოციალურ ქსელში რასთანაც ხელი მიმიწვდება რო ყველა გაფრთხილებული იყოს რა ელის იმ შემთხვევაში თუ სადმე ფეხი გადაუბრუნდა




(ის რო საკმაოთ ძვირად ღირებული პნევმო სიგნალი ეყენა, ის რო სადაც პროპელერი დაზიანებულია დიდი შანსია რო გიდრო მუფტასაც დედა არ ყავდეს და შეილება პომპაზეც უდარი იყოს მისული ეგ ალბათ არ იციან და იმიტო არ დაწერეს

)
ესეც შექმნილი სიტუაციის უკეთ აღსაქმელათ. აქ ამხელა ტექსტი იმიტო არ დამიწერია რო რამეს ვწუწუნებ. გამოსავალს აუცილებლად ვიპოვი და ჩემსას მაინც გავიტან. პროსტა მინდა ყველამ ნახოს რა შეიძლება მოხდეს ამათთან ურთიერთობის შემთხვევაში.
This post has been edited by Razziel on 26 Jan 2014, 00:05