ისე შეიცვალა პირობები, რომ დაბალფასიანი მანქანის დაზღვევა აღარ ღირს..
გარეთ რომ დატოვო და დაგხვდეს გასმული, არ აანაზღაურებენ..
სიჩქარეს რომ ოდნავ გადააჭარბო, არ აგინაზღაურებენ, არადა დიდი ავარია სწორედ სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება, როგორც წესი.. თუ ძვირიანი პაკეტი აიღე და მანქანის მესამედი ღირებულება იხადე ყოველ წელს, ეგეთ დაზღვევას კიდევ აზრი არ აქვს..
ზოგიერთ სადაზღვევოს ისე აქვს გართულებული ანაზღაურების პროცედურა, რომ მთელ დღეს გაკარგინებს და პატარა გასმულზე შეიძლება არც დარეკო, რომც არ იყოს ფრანშიზა.. მაგალითად დავწერ ახლა:
დაზღვეული მყავს ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში, წინა წელს ვნახე, რომ გასმული იყო, მომიწია შემდეგი ეტაპების გავლა:
1. დარეკვა აგენტთან, რომელმაც გადამამისამართა ცხელ ხაზზე
2. დარეკვა ცხელ ხაზზე, სიტუაციის ახსნის შემდეგ გადამამისამართა პატრულთან
3. დარეკვა 112 -ში, ლოდინი
4. ოქმის/ნახაზის შედგენა, ტექსტის დაწერა თუ რა როგორ იყო
5. ზარი ზარალების მენეჯერთან (თუ იმან დარეკა, აღარ მახსოვს)
6. ზარი ექსპერტ შემფასებელთან, შეხვედრის დაგეგმვა, ლოდინი
7. მისვლა სადაზღვევო კომპანიის ოფისში, ზარალების მენეჯერის ნახვა, განცხადების დაწერა
ამ ყველაფერმა მართლა მთელი დღე წაიღო, კი ამინაზღაურეს, მაგრამ პროცედურულად არის საკმაოდ მოსაბეზრებელი..
+ ამას დაემატა ახლა საერთოდ 150 დოლარიანი ფრანშიზა (შემდეგში თუ დავაზღვიე, მომიწევს)
მანქანის ღირებულება თუ 3000 დოლარამდეა, აზრი არ აქვს.. იმაში დაგეთანხმებით, რომ თუ ვინმე დაგეჯახა და დევნა არ გიწევს, ისე აანაზღაურებს სადაზღვევო - ეგ კომფორტია..
--
ერთ-ერთმა სადაზღვევომ კი, იმდენი დამითვალა წლიური გადასახადი, რომ მართლა მესამედი გამომდიოდა თითქმის

არადა რომ ჰკითხო, ყველაფერს აზღვევენ, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვისი ბრალია, დაზღვეულია 100% : ))