1996-იანია ჩემი მერსოც და 5000$-ად შემიფასეს, 420$ ვიხდი წლიურად და საჩუქრად 50 ლიტრა ბენზინი მაჩუქეს.
წუხანდელი ქარის შემდეგ დღეს მანქანა გალამაზებული დამხვდა, სახურავი, საბარგული უკანა მარჯვენა ფრთა... უკანა პამპრესი. დაკაწრულებია
აგინაზღაურებთო და რავიცი, ორშაბათს შევიტან განაცხადს და არა მგონია გული დამწყვიტონ, წინაზე კმაყოფილი დავრჩი ანაზღაურებით
პ.ს.ეს დაზიანება ისეთ ადგილზე იყო რომ ეგრევე ვერ შევამჩნიე, ცოტა გვიან ვნახე და როცა საპარტულო გამოვიძახე არც მახსოვდა წუხანდელი ქარის ამბავი და მე უფრო ვანდალიზმი მეგონა, მეთქი ვიღაცამ ძალით გააკეთათქო..
ახლა მოგიყვებით პატრულთან ჩემს ურთიერთობას, გამოვიძახე პატრული, მოვიდნენ მალევე, ეკიპაჟი ღლაპები იყვნენ. გამოძიება დავიწყოთო თავს იგიჟებდა ერთ-ერთი. მეთქი არ მინდა გამოძიება, აქტი შევადგინოთ და ეგარითქო.. არაო.. შემოარტყეს ლენტები დიდის ამბით და ათას კაცს ურეკეს, მოვიდა მეთაური, ესენი ეუბნებიან ასეა საქმე კაცი არ ჩივის მარტო საბუთს ითხოვს სადაზღვეოშI წარსადგენადო და ჩვენ ვეუბნებით რომ ძიება დავიწყოთო.. მეთაური გამოცდილი ტიპი აღმოჩნდა, ეგრევე მიხვდა ყველაფერს და ამნდ დაენძრათ ამ უბედურებს, აჯვა აფურთხა შიგ ხომ არ გაქვს კაცი არ ჩივის და რატომ აიძულებ საქმე აღძრასო, ამას საბუთი სჭირდება სადაზღვეოსთვის და შენ იმიტომ გამოგიძახაო, დანარჩენი ამ მანქანს ტანკი დაეჯახა თუ რა არ აინტერესებს, ეს და სადაზღვეო მოგვარდებიანო.. ეს დებილი ეპასუხება, აბაო დილით რომ ავტო საგზაო შემთხვევა იყო და იქ ისე გავაკეთეთ აქაც ისე არ უნდა გავაკეთოთო? ამ მეთაურს ყბა ჩამოუვარდა შიგ ხომ არ გაქვთ ის საქმე ისე რატომ გააკეთეთო ახლა იმაზე მიაჯვა

მოკლედ გული დამეწვა ამათი საცოდაობით, ჩახარეს თავი და ჩაჯმულები უსმენდნენ როგორ თათხავდა და ჭკუას არიგებდა მეთაური.
არა რა პატრულს ზოგადად არ ვუყურებ ცუდი თვალით მარა ესენი ნამეტანი შოკები იყვნენ
ხო მთავარი დამავიწყდა, მთელი აქტი ორ აბზაცად შეადგინა, გამიტყდა სურათის გადაღება თორემ მაგარი ბომბა იქნებოდა, განსაკუთრებით მათი ქართულით მოვიხიბლე
".... ავტომობილს აღენიშნებოდა კრიშის დაზიანება, ბაგაჟნიკის და უკანა მარჯვენა კრილოსი"...
This post has been edited by Mama_Basili on 22 Mar 2014, 19:05