companycreativeუკვე მეასედ მაქვს ნანახი ეგ ე.წ პრეზენტაცია თქვენს უპირატესობებზე და ცოტა არ იყოს ღიმილისმომგვრელია ))
ასე ღიად კლიენტების შეცდომაში შეყვანა რატო აწყობს თქვენს მენეჯმენტს, ვინც ამ პრეზენტაციების გაგზავნას დათანხმდა არ ვიცი

სხვა კომპანიების წარმოამდგენელის კომპეტენციაში არ ჩავერები, მიუხედავად იმისა, რომ მანდაცაა რამდენიმე უზუსტობა, მხოლოდ ალდაგზე ჩაგეძიები:
1. სრული ზარალი ალდაგშიც 70 % ითან დგება და არა 75 %-დან.
2. ცვეთის კოეფიციენტი ანგარიშდება მხოლოდ სრულ ზარალზე (თქვენ ზარალის დროს არსებული საბაზრო ღირებულებით ანაზღაურებთ რაც იგივე ცვეთაა, იმიტომ რომ დაზღვევის მომენტში და 9 თვის შემდეგ 99 % შემთხვევასი ნაკლები ღირებულება ექნება მანქანას) ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში ანაზღაურდება მეორადი აწილების ღირებულების მიხედვით, თუ შეუძლებელია მეორადის მოძიება, რა თქმა უნდა ახალი დეტალის ღირებულების მიხედვით.
3. არაქარხნულ ნაწილს მაგალითად გაზის აპარატურას ანაზღაურებთ დაზიანების შემთხვევაში? (ჩვენ არა, ეს პუნქტი ნაწილობრივ სიამრთლეს შეესაბამება)
4 . 2 წელზე ახალი ავტომობილი ფასდება ავტორიზირებულ სერვის ცენტრში, ცენტრის ინვოისის მიხედვით ხდება ანაზღაურება.
5. დისკი ნაზღაურდება ყველა ვარიანტში! ჩარტყმის შემთხვევაშიც კი, რასაც არც ერთი კომპანია არ ანაზღაურებდა, ბოლო დროს დაამატეთ თქვენც.
6. რომელიმე ალდაგის კლიენტს, მათ შორის ფორუმელებსაც როდესმე გადაგიხდიათ შეფასების თანხა? ))
7. ვერ შეაფასა არა, თუ ზარალი შეფასდება და არ გსურთ რომ აღნიშნულ სერვისში გააკეთოთ მანქანა და თანხა ხელზე აიღოთ, მანქანის გადაყვანას კლიენტი უზრუნველყოფს.
8. პროპორციულობის მუხლი არის ყველა კომპანიის ხელშეკრულებაში და 10 % იანი გადახრა რომელ პუქტში გიწერიათ?
9. სამშენებლო მოედანში იგულისხმება სპეციალურად შემოსაზვრული არეალი, სადაც შესვლა არაა ნებადართული, თუ პარკირებაზე გიყენია მანქანა და მშენებარე კორპუსიდან აგური დაეცა ეგ ანაზღაურდება.
10. პოლისის გაუქმების უფლება თქვენ არ გაქვთ? შეტყობინების გარეშე კი არც ერთ კომპაიას აქვს უფლება, რომ გააუქმოს ხელშეკრულება.
11. ეს პუნტიც მცდარია, ზარალის არ ანაზღაურება არსადაა ნახსენები.
12. ეს პუნტქი ყველაზე ლოილაური აქვს ალდაგს! თუ გაუქმებამდე ზარალი არ იქნება ანაზღაურებული, დღიური კალკულაციით დაანგარიშდება და გამოუმუშავებელი პრემია უკან უბრუნდება კლიენტს, თქვენს შემთხვევაში 2 თვის პრემიით აუცილებლად აჯარიმებთ ))
ხო დამხვდა გასმული და ა.შ პატრულის გამოძახება აუცილებელია, მაგრამ მაგ დროს პატრული ჯარიმას არ წერს, მხოლოდ მშრალი ოქმით შემოიფარგლება ))
რაც შეეხება ნამდვილ ხელშეკრულებას, ბევრი კომპანიისგან განსხვავებით არის ღია და საჯარო და პირდაპირ დევს ალდაგის ვებ გვერდზე! ჩემი რჩევა იქნება კარგად გადაიკითხოთ და მხოლოდ სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ პოტენციურ კლიენტებს