მეც გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, შესაძლოა, ვინმეს გამოადგეს. ჩემთვის ოპტიმალური ვარიანტის შესარჩევად ოთხი კომპანიის (IC Group, სტანდარტ დაზღვევა საქართველო, GPI და TBC) პირობები შევადარე და საბოლოოდ ამ ორ კომპანიას შორის ვაკეთებ არჩევანს. ხელშეკრულებების შედარების შემდეგ, ჩემი აზრით, ამგვარი სურათია (ალბათობა, რა თქმა უნდა არის, რომ რაიმე არასწორად მქონდეს აღქმული):
TBC-ის უპირატესობები GPI-ისთან
1) TBC-ის შემთხვევაში ანაზღაურების პროცესი უფრო ხანმოკლეა - მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას მხოლოდ მხარეთა შორის ზარალის ოდენობაზე წერილობითი შეთანხმების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
2) TBC-ის შემთხვევაში, თუ ავტომობილი დაიკარგა ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის შედეგად და მზღვეველის მიერ ამ სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებული შსს-ს მიერ გაცემული ცნობის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში დაზღვეულ ავტომობილს იპოვნიან, დამზღვევს არ შეუძლია, უარი განაცხადოს მასზე, GPI-ში ვადა არის 2 თვიანი.
3) TBC-ის შემთხვევაში, მესამე პირისთვის მიყენებული ზარალის გარდა მზღვეველი იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს დამატებით სასამართლო და სასამართლოს გარე ხარჯები ასევე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გარემოებებისა და ზარალის ოდენობის დადგენის ხარჯები მაგრამ მხოლოდ სადაზღვევო თანხის 20 %-ის ფარგლებში, რაც GPI-ის ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული.
4) GPI-ის შემთხვევაში, დაზღვევის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება იგივე პერიოდით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარემ წერილობით არ განაცხადა მისი შეწყვეტის სურვილი. მაღალია ალბათობა სურვილის საწინააღდეგოდ განახლების. TBC-ის ამგვარი პირობა არ აქვს.
5) GPI-ის შემთხვევაში, პოლისის გაუქმებას, მაღალი პირგასამტეხლოების გამო, აზრი არ აქვს, TBC უფრო ლოიალურია ამ მხრივაც.
6) GPI-ისთან სრული ზარალის შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურების მიზნით, კომპანიას უფლება აქვს ჩაანაცვლოს დაზღვეული ავტომობილი იდენტური სპეციფიკაციის ავტომობილით (ავტომობილის ქურდობა/გატაცებისას უფლება გვაქვს ავანაზღაუროთ ზარალი მოცდის პერიოდის, ორი თვის გასვლის შემდეგ, თუ ვერ მოხერხდება მოპარული/ გატაცებული ავტომობილის დაბრუნება); ნაკლებია მოცდის დრო TBC-ისთან
7) TBC უფრო ლოიალურია სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში (არ იგულისხმება პირველი ან ერთჯერადი შენატანი), მზღვეველი დამზღვევს განუსაზღვრავს დამატებითი ორკვირიანი ვადას გადახდის შესასრულებლად და ამასთან მიუთითებს იმ შედეგებზე, რომელიც მოყვება ვადის გასვლას. ხოლო ვადის გადაცილებიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ მზღვეველს უფლება აქვს, ცალმხრივად შეწყვიტოს სადაზღვევო ხელშეკრულება. დამზღვევისათვის მიცემული ორკვირიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მომხდარი სადაზღვევო შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარება, მაშინ როცა GPI-ის შემთხვევაში პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, იხდი პირგასამტეხლოს დავალიანებული პრემიის 0.20%-ს ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის;
8) TBC-ის შემთხვევაში, დამზღვევს შეუძლია ისარგებლოს გზებზე უფასო ტექნიკური დახმარებით თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმისა და ფოთის ტერიტორიაზე და მათ შემოგარენში 25კმ რადიუსის მანძილზე, GPI-ისთან ქალაქები იგივეა, რადიუსი 15 კმ.
GPI-ის უპირატესობები TBC-ისთან
1) TBC მიწისძვრას და სეტყვას არ ანაზღაურებს (A.1.2), GPI ერთჯერადად ანაზღაურებს 1500 ლარის ლიმიტით.
2) TBC არ ანაზღაურებს ხარჯებს, რომელიც გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ავტოსადგომზე დაყოვნებით, GPI ანაზღაურებს.
3) TBC-ის შემთხვევაში არ ნაზღაურდება დაზღვეული ავტომობილის მართვის/გამოყენების შედეგად წარმოშობილი სხვა პირების პასუხისმგებლობა, კერძოდ დაზღვეული ავტომობილის მგზავრი უშუალოდ მგზავრობის ან ავტომობილში ჩაჯდომა- გადმოსვლის დროს (B 1. 1), მხოლოდ მგზავრობისას ნაზღაურდება TBC-სთან
4) TBC-ის შემთხვევაში ნაზღაურდება დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი, რომელსაც დაზარალებული პირი ვერ მიიღებს შრომისუნარიანობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის გამო, მაგრამ არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში მიღებული ასეთი სახის ჯამური შემოსავლისა, GPI-ის შემთხვევაში 5 წელია.
5) TBC-ის შემთხვევაში არ არის შესაძლებელი აღადგინოთ სადაზღვევო თანხა, დამატებითი პრემიის გადახდის საფუძველზე, GPI გაძლევს შესაძლებლობას.
6) TBC-ის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ანაზღაურების ფორმასთან დაკავშირებით: 1) აანაზღაუროს განადგურებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება A.2.1 პუნქტის შესაბამისად, თუ 2) მოსარგებლის სასარგებლოდ თავად შეიძინოს პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის ფარგლებში (ფრანშიზის გათვალისწინებით) დაზღვეული ავტომობილის ანალოგიური მარკის, მოდელის და მახასიათებლების მქონე ავტომობილი, GPI-ში მზღვეველი იღებს გადაწყვეტილებას. შეფასებული ზარალის ოდენობას მზღვეველი ან იღებს ხელზე ან კომპანია ურიცხავს ავტომობილის შემკეთებელ სერვის ცენტრს.
7) TBC-ის შემთხვევაში მზღვეველი უფლებას იტოვებს, გადაავადოს სადაზღვევო ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თუ სადაზღვევო რისკის ხდომილების ფაქტთან დაკავშირებით დამზღვევის (მოსარგებლის) ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, GPI-ის შემთხვევაში არაა ასე და პირგასამეხლო ეკისრება თავად კომპანიას გადაცილებისთვის.
8) TBC-ის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება სადაზღვევო ანაზღაურების მიმღები: უშუალოდ მოსარგებლე, თუ ავტომობილის შემკეთებელი სერვის ცენტრი.
9) TBC არ ანაზღაურებს ზარალს, რომელიც შედეგად მოჰყვა ავტომანქანის გასაღების და/ან ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ავტომობილში დატოვებას, შუშების ჩაწეულ მდგომარეობაში ან კარების ღია დატოვებას, გასაღების ნებისმიერი არაუფლებამოსილი მძღოლისთვის გადაცემას, ამგვარი პირობა არ არის ჩადებული GPI-სთან.
ამ ეტაპზე ორივესთან მოლაპარაკებები მაქვს, შესაძლოა, არასწორად აღვიქვი რომელიმე პუნქტი + პრემიის ოდენობას შორის სხვაობაც აღმოჩნდეს გადამწყვეტი