სასამართლო არ წყვეტს როგორ გადაიხდი.
სასამართლო გამოიტანს განაჩენს რომ გადასახდელია და საქმე გადაეცემა აღსრულებას.
აღსრულება კიდე დაგადებს ყადაღას.
თუ არაფერი არ გაქვს ქონება შენს სახელზე, ვერაფერს ვერ იზამს.
მაგრამ როგორც კი შეიძენ რამეს და მუშაობას დაიწყებ და ხელფასი ჩაგერიცხება ანგარიშზე, ჩამოგაჭრიან.
როგორც სესხებზეა რა.
იმ მანქანას, რომლითაც ავარია მოგივიდა, შეუძლიათ ყადაღა დაადონ ასევე, თუ არ გაგიყიდია ჯერ.
და ყველაზე მთავარი, შენს საკუთრებაში არსებული მანქანით თუ არ მოგივიდა ავარია, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დამნაშავე მძღოლთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრება მანქანის მფლობელს, რომელმაც გათხოვა ეს მანქანა.
შესაბამისად შენ თუ არ გადაიხდი და არც არაფერი ქონება არ გაქვს, მანქანის პატრონს მიადგებიან და იმას მოსთხოვენ.
ასე რომ უხერხული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ჯობია რომ მიხვიდე და შეთანხმდეთ რაიმე გამოსავალზე.
რაღაც მხრივ გაგიმართლა კიდეც

დაზღვეულს რო დაარტყი, დრო მოიგე.
დაუზღვეველისთვის რო დაგერტყა ხო უნდა გაგეკეთებინა.
იმას ხო ვერ ეტყოდი არ მაქვს არაფერი და მდიეო.
ან ერთი წლის მანძილზე გაგიკეთებ ნელ-ნელაო
* * *
მოკლედ, რაღაც სასწაული თანხა თუ არაა, ჯობია რო გადაიხადო.