ადრე დავწერე აქ რომ გორში მაგრად დამესეტყვა მანქანა...
ხოდა ავიღე მეტეოროლოგიურში 23 ლარიანი ცნობა რომ სეტყვა ნამდვილად იყო, მივიტანე GPI-ში და გამიშვეს შესაფასებლად კოტრიკაძეში.
დასეტყვილი იყო კაპოტი, სახურავის წინა ნაწილი და კრილოებზე ცოტა...
ველაპარაკე ექსპერტს რომ ცივად უნდა გავასწორო მეთქი და შეაფასა დაზიანება 1200 ლარად...
დაზიანების ცივად გასწორება კი 600 ლარი დამიჯდა
ხო მართლა, 1 თვით ადრე 150 ლარი მომცეს მანქანის პოლირებისთვის, საღებავის მტვერი შეესხა...
წლიურად ვიხდი 390$-680 ლარამდე (შევაფასებინე 6000$-ად მანქანა). ნულოვანი ფრანშიზით და მესამე პირის დაზღვევით.
მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ჯერ 6 თვე გავიდა დაზღვევიდან
This post has been edited by karlo-fan on 27 Aug 2014, 00:33