გვერდიდან რომ შეხედო, ბოლო წლებში მომსახურების/ამაზღაურების ხარისხი დაეცა, ტარიფიც გაიზარდა, მაგრამ რაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენთან ავტოდაზღვევა იაფია.
შემოსავალთან მიმართებაში რო აიღო, შეიძლება ძვირია, მაგრამ მანქანის ღირებულებასთან და მისი აღდგენის ფასებთან შედარებით იაფია...
თან ჩვენი მიდგომა განსხვავებულია დაზღვევის მიმართ - ფულს თუ იხდი, უნდა ამოიღო, ტყუილად გადაყრილი ხო არ გექნება.
მაგიტოა რო ყველაფერზე აკითხავენ დაზღვევას, გარაჟში შეყენებისას გასმაზე თუ ძაღლის/კატის გაკაწვრაზე...
შესაბამისად კომპანიებს ზარალიანობა ეზრდებათ და ფასებს ზრდიან და ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები აანაზღაურონ...
მეეჭვება რომელიმე კომპანბია მოგებაში იყოს ავტოდაზღვევაში, უბრალოდ სხვა პროდუქტებით ცდილობენ დაბალანსებას.
შეიძლება სულ არ აწყობთ მანქანის დაზღვევა, მაგრამ ავტოდაზღვევა რომ არ ქონდეთ, სხვა პროდუქტებშიც მოაკჯლდებათ კლიენტი...
მაგალითად მაღაზიებისთვის სიგარეტის გაყიდვა არც მთლად მომგებიანი და სასურველია, მაგრამ სიგარეტი თუ არ გაიყიდება, პურის ან კოკაკოლას საყიდლადაც აღარ შევა ბევრი, ბარემ იქ შევა და იყიდის, სადაც სიგარეტიც იყიდება...
მასეა ავტოდაზღვევაც...
თუმცა მანდ კიდევ ერთი ფაქტორია - საქართველოში დაზღვეული მანქანების წილი მთლიან რაოდენობასთან შედარებით მინიმალურია და ელოდებიან რომ ან სავალდებულო გახდეს დაზღვევა ან ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს იმ დონემდე, რომ თვითონ დააზღვიოს ყველამ.
მაგ შემთხვევაში მომგებიანი გახდება და ფასებიც დაიკლებს...
წინა გვერდზე წავიკითხე ძაღლმა გაკაწრა და დავრეკეო, მათრიესო.
მერე გოგონა წერდა გაკაწვრაზე 25 ლარს მირიცხავდნენ და ვიბრძოლე, დრო და ნერვები დავხარჯე და 200 ლარი ჩავარიცხინეო...
ეს სუფთა ის მომენტია, რომ ტყუილად რატო უნდა იხადონ, ამოიღონ კიდეც რამე

თორემ მაგალითად ამერიკაში პატარა ავარიებზეც კი ყველა ცდილობს რომ სადაზღვევოს ჩარევის გარეშე გააკეთოს თვითონ და არ დაუფიქსირდეს ზარალიანობა.
თორემ შემდეგ წელში გაეზრდება ისედაც სოლიდური გადასახადი, თან საგრძნობლად...
რამეს რო მიარტყას და ფარი გატეხოს, ვინ დარეკავს სადაზღვევოში, მალავენ ავარიებს ))
ჩვენთან როგორაა კი ვიცით...
ფარზე არ ვამბობ, 100-200 ლარიან ზარალზე, იმ გაკაწრულის თანხას რო ჩაურიცხავენ, არც რო გააკეთებს და ჯიბეში ჩაიდებს იმ ფულს

ერთი ძმაკაცი მყავს, შარშან დაზღვეული ქონდა მანქანა და რასაც ქვია ამოიღო გადახდილი და მოგებაშიც წავიდა.
"გამოვედი ძმაო და ესე დამხვდა"... სადღაც გაუსვა ალბათ და პატრულის გამოძახება არ უნდოდა, დაზღვევამდე არსებული დაზიანებებიც კი აანაზღაურებინა.
და წელს განახლება რო მოუწია, შარშან რო 20$-ს იხდიდა, წელს 38$ დაუთვალეს ზარალიანობის გამო.
და აღარ დააზღვია, გამიორმაგდაო.
ხო და ეხლა ტოტალი ან მნიშვნელოვანი ზარალი რო მოუვიდეს, კი არის შარში.
არადა მაგალითი წინ აქვს, მამამისმა მანქანა გაატოტალა და თვითონაც ჩაურიცხეს სრულად და მესამე მხარესაც 5 ათასი, რამხელა ხარჯს აცდა.
მაგრამ ამან დღევანდელი კვერცხი არჩია ხვალინდელ ქათამს, მოგებაში გავიდა სადაზღვევოსთან

ხო და ეგაა, დაზღვევა რა არის, ეგ არ აქვს ხალხს გაცნობიერებული.
დაზღვევა არის მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალისგან თავის დაცვა და არა გადახდილი ფულის ამოღება ან მოგებაში წასვლა...