მამაკაცებო ერთი რამის გარკვევაში დამემარეთ რა. ესეიგი ამდენი წელია მანქანა დამყავს და ცხოვრებაში სტაიანშიკებთან პრობელმა არ შემქმნია, გადამგდები არ ვყოფილვარ ხურდა ფულიც რამდენიც მქონია არასოდეს დამნანებია მიმეცა და მათი მხრიდან ნაგლობასაც ადგილი არასოდეს ჰქონია. ეს ბოლო თვეებია რა მოხდა არ ვიცი ეს სტაიანშიკები სუპერ განაგლებულები არიან. კერძოდ: იმდღეს ფილარმონიაში კონცერტზე მივდიოდი და ფილარმონიის გვერდით მანანებს რომ აჩერებენ მანდ ვკითხე სტაიანშიკს ადგილი თუ არის თქო, და კიო ოღონდ 5 ლარი ღირსო. წამოვედი და ფილარმინიის პირდაპირ 51-ე სკალასთან გვერდით პატარა ტუპიკი რომ არის იქ გავაჩერე მანქანა, სადაც ხშირად გამიჩერებია. რომ გადმოვდიოდი სტაიანშიკმა 3 ლარი უნდა გადამიხადოო, მე ვთხარი რომ ამ თანხას არ გადავიხდიდი და დავტოვე ადგილი. რომ მოვედი მივეცი ლარიანი, რომელიც არც ეკუთვნოდა, ამ თავხედმა კაცმა დამიწყო ჩხუბი 3 ლარი უნდა გადაიხადოო, მე გაგაფრთხილე და აქ პირვალად კი არ ვაყენებ მეთქი, არ ვაპირებ ამდენის გადახდას მეთქი. აი ვნახავთ როგორ მოხვალ მეორედ და როგორ გააჩერებ მანქანასო, დამემუქრა.

მოკლედ მოთმინებიდან გამომიყვანა და მაგარი ჩხუბით დავცილდი.
ახლა კიდევ რა ისწავლეს, წინასწარ მთხოვენ ფულის გადახდას.

კინოსთან გავაჩერე მანქანა და ერთმა ბიჭმა წინასწარ მომეცი ფულიო. საერთოდ წინასასწარ არასდროს მიმიცია მაგრამ დავტესტე და მივეცი. რომ მოვალ აქ დამხვდები ისევ თქო? და როგორ გეკადრება აბა სად წავალო

გამოვედი კინოდან და გვერდით ისე გაეჩერებინა ვიღაცას მანქანა რომ ვერ შევედი და მეორე მხრიდან გადავძვერი, მადლობა ღმერთს საბარგულიდან არ დამჭირდა გადაძრომა.

რისი თქმა მინდოდა, ადრე ესეთ ფაქტებს არ ჰქონია ადგილი და ეხლა უთანხმოებები მაქვს . და კიდევ გოგოებს რომ ხედავენ თავიანთ ჭკუაში ჰგონიათ რომ დააბოლებენ და ფულს გააკეთებ თუ კაცებზეც ეგრე არიან და მასეთი დიდი გული აქვთ? ჩემს ადგილას კაცი რომ ყოფილიყო ალბათ ის სტაიანშიკი მაგდენს ვერ გაბედავდა.
სამ სამი ლარი რომ ვტოვო სტაიანკაზე კარგად მექნება საქმე.
გმადლობთ ყურადღებისთვის.