დემიო აიღე არ ინანებ, მაგარი გამძლე მანქანაა, ნაწილები მეორეხარისხოვანია რადგან არ ფუჭდება ფაქტიურად

ვირივით მუშაობს. 1,3 ავტომატთან მაქვს ხშირი შეხება და ტრასაზე გაზაობა თუ არ გინდა იდეალური მანქანაა ქალაქში სასიარულოდ (ძრავის და კოლოფის პონტში) 55-65 კილომეტრზეა ყველაზე ეკონომიური

სალონის ფართი კიდე ბევრად დიდი აქვს ვიდრე ვიტზს, სკამები ფიტზე და ვიტზზე ბევრად უკეთესი აქვს თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა...
სატარებლად ძალიან მაგარია დემიო, ძალიან მაგარი მანევრი აქვს (მით უმეტეს გოლფ კლასის პირობაზე), ძალიან რბილად არ დადის, ცოტა გრუბია თუმცა ამიტომაცაა ესეთი მორჩილი და გამძლე. კლირენსი ფიტზეც და ვიტზზეც მეტი აქვს (ჩემი ვარაუდით).
მე ვფიქრობ მეტ-ნაკლებად ეკონომიურ და გამძლე მანქანაზე რომელშიც ვიჯდები და არ ჩავიცვამ

დემიოზე შევჩერდი, თუმცა ძრავი ვერ გადამიწყვეტია, ალბათ 1,5-ს ავიღებ, 4X4 -ზე აუცილებლად, თუ მექანიკა იქნება უკეთესია თუარადა ავტომატსაც ავიღებ...
ზევით დაწერეს გაწელილი კოლოფი აქვს 1.5-სო, მე კი ვიცოდი რო 1.3 და 1.5 ერთი და იგივე კოლოფი ქონდა...
Power is nothing without control...