Whatsonმოდი შევთანხმდეთ რომ დამოუკიდებელი დაკიდება აპრიორი უარესია გამავლობაში ვიდრე დამოკიდებული. ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. ბლოკი 2-საც აქვს და 3-საც ასე რომ ეგ არგუმენტი არაა. ისე მე უბლოკო 2-ით დავდივარ და ჯერ არსად არ გავჭედილვარ მაგის გამო. თან ალბათ დამეთანხმები რომ მე ისეთ ადგილებში დავდივარ სადაც ტურებზე არ დადის ხალხი. ტურებზე სადაც დადიან მაგალითად აბასთუმანი საირმე საერთოდ წინა ხიდის გარეშე ავიარე.
რემონტს რაც შეეხება ეგ სხვა თემაა რომელსაც არ ვეხები რადგან 3 არ მყოლია და შესაბამისად არ ვიცი რა და როგორაა მაგ კუთხით. თუმცა უკანა გიტარებიანი დაკიდება ასევე ვერ იქნება სერვისში უფრო იაფი როგორც ბალკიანი. გრუნტზე და ტრასაზე მდგრადობას რაც შეეხება მაგაში ცხადია გეთანხმები, თუმცა ეგ მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რისთვისაც ამ კაცს უნდა მანქანა, მეორეხარისხოვანი მგონია, რადგან კომბინირებული წინ გიტარები და უკან ბალკა, დაკიდებიანი მანქანაც საკმაოდ კარგად დადის გრუნტზეც და ტრასაზეც, აი გამავლობის ნაკლებობა მე უფრო დიდი მინუსი მგონია.
ესე ვიდეო პაჯერო 3 და პაჯერო/მონტერო 2 კინჩხის ჩანჩქერების აღმართზე
http://www.youtube.com/watch?v=Mluh1O0Oan4