გასაგებია შენ შემოგევლე რო ლამაზია 

 ეგ შენი (მაყურებლის გადმოსახედიდან) მაგრამ აბა პილოტებს კითხე ჯიბეებში როგორ აქვთ საქმე ?
 
 მეც მივესალმები რო აუცილებლად დუგები უნდა იყოს მანქანაში და კიდევ ძალიან ბევრი წვრილმანი რაც აუცილებელია..პილოტიც უნდა იყოს ყველანაერად მომზადებული როგორც ფორმით ასევე სანახაობით...
მაგრამ რო შეხედავ პროფების კლასი იწყება და (ფულიანი ) მოყვარული გამოდის ლამაზზი ფორმით 100 000 იანი მანქანით დავუშვათ და ვერაფერს შვრება ეგ ლამაზი იქნება ხო?

 რადგან ფორმა და დუგები ექნება და სერიოზული მანქანა?
 პროფია რადგან ფული აქვს და მანქანა ყავს გადუგული 

მაგრამ გულით მონდომებული მოყვარული რომელიც ბევრ პროფზე კარგათ დადის ის ვერ გამოდის და ვერ განახებს ლამაზ სანახაობას რადგან ფული არ აქვს 

საერთოდ სანამ გადახტები უნდა ნახო რას ახტები და არაფერი არ უნდა გამოგრჩეს 

ჩემი ოცნებააა ამ სფეროს განვიტარება ყველაზე მაღალ დონეზე...მაგრამ ეს ყველაფერი ხელშეწყობით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს 

ეს არავის ბრალი არაა არც ორგანიზატორების არც გიგის არც ვასკას არც გიორგის და არავისი...უბრალოდ დასაფიქრებელია ხალხის მდგომარეობა თუნდაც მოყვარულების...არც ბევრ პროფს არ აქვს საშუალება მაგრამ იჭირვებენ და ყველაფერსა  აკეთებენ რომ გამოვიდნენ..ერთ დროს ისინიც მოყვარულები იყვნენ  და დღეს პროფები არიან..და ამ პირობებით კიდე მხოლოდ ეგ პროფები შემოგვრჩებიან და მოყვარულები ფაქტიურად აღარც იქნებიან..
უნდა იყოს დრიფტ ტესტი მოყვარულებისთვის და დიდი გზა შრომით პროფობისკენ..და არა ფულით დუგებით და კომბინიზონით მიმავალი გზა პროფობისკენ 

ეს ფული მოყვარულების არავის ჯიბეში არ მიდის ასე მგონია და ასეც იქნება...მაგრამ უკეთესი იქნება რო მოყვარულებისთვისაც და პროფებისთვისაც 30-50ლარი მაქსიმუმ იყოს სტაბილური გადასახადი 
ან რატომ არ უნდა გადაიხადოს პროფმა გადასახადი მონაწილეობის?
პროფს უნდა ხელის შეწყობა და მოყვარულს არა?
პირიქით მოყვარულს უნდა ხელის შეწყობა რომ პროფესიონალად გაიზარდოს და დაიხვეწოს 

გადუგულ მანქანაში მჯდომ კომბინიზონიან პიროვნებას პროფი არ ქვია და არც ერქმევა....სიარულით და სანახაობით უნდა იყოს პროფი
ნამდვილად მშრომელი ფინანსურად გაჭირვებული და საქმის გამკეთებელი პროფესიონალი დრიფტერი და ფულიანი გადუგული მანქანით და 1000$იანი კომბინიზონით შემოსილი დრიფტერი ერთი არ უნდა იყოს.. 
This post has been edited by m_power on 17 Feb 2014, 22:48