თუ მოდელის დასახელებაში X ურევია (9-2X, 9-3X, 9-4X, 9-7X), მაშინ სრული ამძრავია, ისე კი წინა ამძრავიანია ყველა დანარჩენი სააბი 1949 წელს პირველი მოდელიდან დაწყებული.
სხვათა შორის სააბი იმის მიუხედავად რომ მსოფლიო მასშტაბებით პატარა კომპანია იყო, საავტომობილო ინჟინერიის განვითარებაში. Oldsmobile-თან და BMW-თან ერთად ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ტურბოშებერვა მასიურ ავტოწარმოებაში, პირველმა შემოიღო უსაფრთხოების ღვედები როგორც სტანდარტული აღჭურვილობა. პირველი ავტომატიზირებული მექანიკური გადაცემათა კოლოფი სერიულ ავტომობილზე 1995 წელს სააბმა დანერგა. სააბის მიერ შემუშავებული ბოლო ტექნოლოგიები კი რომლებიც ექსპერიმენტულ ავტომობილებზე უკვე აწყობილი იყო და მუშაობდა, იყო ცვლადი კომპრესიის მქონე ძრავი და ძრავი ,,რასპრედვალის" გარეშე. ეს უნაკასკნელი ნამდვილი გარღვევა იქნებოდა ავტოინდუსტრიაში, რადგან მნიშვნელოვნად ზრდიდა მქპ-ს და იძლეოდა საშუალებას ერთსა და იმავე ძრავას ემუშავა როგორც ტრადიციულ ოტოს, ასევე მილერის ან ატკინსონის ციკლებზე, რეჟიმის და საწვავის შესაბამისად.
ამ დროს კი ჯენერალ მოტორსის მენეჯერებს სააბის მარკის ქვეშ შევროლე თრეილბლეიზერის გამოშვებაზე უკეთესი არაფერი იდეა არ ჰქონდათ
Real SAABs don't leak. They just mark their territory.