საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში ჯარიმის
გადაუხდელობის შემთხვევაში პირს ამ ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმასთან ერთად
დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის
ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და
საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
---------------------------------------------------------
შპს ”სი-ტი პარკი”-ს მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების
წესი
მუხლი 1.
1. ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
შესაბამისად, განსაზღვრავს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების
სამართლებრივ მექანიზმებს.
2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე
განსაზღვრული პარკირების წესების დაცვას ავტოტრანსპორტის მფლობელთა მიერ.
მუხლი 2.
საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ავსებს შპს ”სი-ტი პარკის” სათანადოდ
უფლებამოსილი თანამშრომელი (შემდგომში - ინსპექტორი).
მუხლი 3.
1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც
კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
ითვალისწინებს ჯარიმას, ხოლო ინსპექტორი ადგილზე განიხილავს
სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა,
დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.
სამართალდარღვევის ჩადენისას თუ ვერ დადგინდება დამრღვევი პირი
(ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი) პასუხისმგებლობა ეკისრება
ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.
2. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) (დანართი №3) იმავდროულად წარმოადგენს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ყუა.
მუხლი 4.
1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი
ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება ინსპექტორთან, რომელმაც
განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც
დასტურდება დამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) ხელის მოწერით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც დამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო
ქვითარი (ოქმი) ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი
(მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება იმ ინსპექტორთან, რომელმაც განახორციელა
მათი შევსება, მეორე ეგზემპლარი განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების
საქარე მინაზე, ხოლო მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი)
ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო
ქვითარი ჩაბარებულად ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი
წევრისათვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფოსტით ჩაბარებისა და საფოსტო
გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე მიმღების მიერ სათანადო
ხელმოწერის დაფიქსირებისთანავე.წყარო:
http://new.tbilisi.gov.ge/files/c2015/17_s..._dajarimeba.pdf This post has been edited by serjhanti on 27 Jun 2015, 21:32