გასულ კვირას დასავლეთში მივდიოდი და რიკოთის გვირაბის შემდეგ რო პირველი პატარა (50მ-მდე) გვირაბია, იქ არ ამინთია ფარები.
რო გავდიოდი, გვირაბიდან 30-50 მეტრში, გზის მეორე მხარეს იდგა პატრულის მანქანა, შიგნით იჯდნენ და ერთ-ერთმა პატრულმა ხელით გააკეთა მოძრაობა დაახლოებოით ისეთი, აი კლავიატურაზე რო აკრეფა არ იციან და ცალი თითით რო "კენკავენ" ხოლმე კლავიშებზე

დაახლოებით ეგეთი. მეტი არაფერი.
მე კი დავინახე, მაგრამ ვიფიქრე გამაფრთხილა და მაგ პონტში მივიღე. მოკლედ არ გამიჩერებია, გავაგრძელე გზა და წამომეწია. გავჩერდით და რო მოვიდა, ვკითხე ეგრევე რო ფარებზე გაამჩერეთქო და კიო და დამიწყო ახსნა თუ რა არის დაუმოჩილებლობა (ცუდი ტიპი პატრული ძია არ იყო ნამდვილად, ვერ დავაბრალებ) და რატომ არ გავჩერდი რო მანიშნა.
მოკლედ დაუმორჩილებლობაზე არ დავუჯარიმებივარ (მხოლოდ ფარების გულისთვის - 20ლ), მაგრამ ყველა არ გაპატიებდაო რო ხელის ნიშანზე არ გააჩერეო.
მე ნამდვილად გამოუცდელი მძღოლი ვარ, მაგრამ ხელის კი არა და თითის ეგეთი მოძრაობა თუ გაჩერების ნიშნად შეიძლება აღიქვა არ ვიცი.
ჩვენო გვაქვსო ხმოვანი, ხელით და შუქებით ნიშნის მიცემის საშუალებაო და ყურადღებით უნდა იყოო.
არც მიკამათია, უბრალოდ "გულახდილი" საუბარი გვქონდა

. თან რაშიც დამნაშავე ვიყავი კი ვიცოდი.
ხოდა ეგეთი ნიშნის მიცემა გასაჩერებლად რამდენად დაშვებულია? თუ რამდენად სწორი ფორმაა?
რამდენი პატრულის თანამშრომელი თავს მოიფხანს ან ხელს გაიქნევს იმის მოლოდინში უნდა იყო რო მე ხო არ მანიშნებსო?
This post has been edited by ჩეჩა on 14 Jul 2015, 14:52