რაც შეეხება დრაგს, პირველი შეჯიბრი იყო გამოუცდელი ხალხისთვის და ბევრი გამოსასწორებელი ფაქტორი რა თქმა უნდა იყო.
ყოველთვის მსგავს პირობებში ტარდებოდა შეჯიბრი, ხალხი ზედ გზაზე და მორბენალი ციწყვები ბორბლებ ქვეშ ბოლო 2 წელს თუ არ ჩავთვლით რაც ტრეკზე ტარდება უბრალოდ ხალხი მაოცებს რით ვერ გაიგეს რო არ უნდა შეუვარდნენ მანქანას ბორბლებში როცა 2ნი მოქრიან 150+ სიჩქარით.
ძირითადი დრო "გადადი გადაიწიე"-მ წაიღო სამწუხაროდ.
მაგარი ივაჟკაცა ჯონიმ (წითელმა კორსამ) თავის კლასში სამწუხაროდ ვერ მიიღო მონაწილეობა იმიტომ რომ ყუმბარა გაუტყდა, სამაგიეროდ ძალიან მაგარი შედეგი აჩვენა შემდგომ კლასში და ამ შედეგს მე პირადად გამარჯვებას ვარქმევ იმიტომ რომ შრომა სათანადოდ დაფასდა. გორელების 2.0 კორსა მართლა საოცარ ხოდზეა, როგორც ჩანს მაგათაც ტექნიკური პრობლემები და შემაფერხებელი ფაქტორები ქონდათ მაგრამ მაინც ძალიან მაგრად იარეს.
4x4 კლასს რაც შეეხება და ჩემს გამოსვლას, ლანჩ კონტროლი მაქვს აშკარად დასახვეწი იმიტომ რომ უაზროდ ბევრს ბუქსაობდა მანქანა თუმცა არ მაქ პრეტენზია იმიტომ რომ დილის 6ზე 1 საათით გავიარე მანქანით (წვიმაში) დავაკორექტირე ასე თუ ისე და პირდაპირ როგორც იყო ისე გავედი შეჯიბრზე. სტარტი ძალიან ცუდი მქონდა მაგრამ ხოდზე მაგრად მიდიოდა მანქანა, შეჯიბრია და ზოგს ლანჩი გვიმტყუვნებს ზოგს სცეპლენიე, ძალიან სამწუხაროა რომ ასე დასრულდა შეჯიბრი და ევოს სცეპლენიე გაუფუჭდა, ზოგიერთის თქმით მე "ძალიან გამიმართლა"

მაგრამ ეგ არაფერი, 11 მაისი ახლოვდება და იქ გამოჩნდება ვის ტრ@#$ი მოხვდება ზოგიერთის გრძელი ენა. შარშანდელი მთელი სეზონი დაგითმეთ და შეგნებულად არ გამოვედი ჩემი ევოთი რომ არ გეტირათ 4x4 მონაწილეებს "აუ გელაშვილი გამოდის და მე არ გამოვალ რა აზრი აქვს", აწი მოემზადეთ და გასწრობანა იქნება თუ ტელემეტრიით დროში შეჯიბრი შევხვდებით რუსთავში ტრეკზე და იქ გავარკვევთ ვის გაუმართლა და ვის არა.
დიდი მადლობა ყველას ვინც გვერდში გვიდგას, გვგულშემატკივრობს თუ გვეხმარება
ყველა პრიზიორს ვულოცავ და ღმერთმა გამარჯვებით გატაროთ!
This post has been edited by PREDATOR on 7 Apr 2014, 12:08
ТОЙОТА - управляй мечтой. ВАЗ - не ссы, доедем
IF YOU CAN'T SMOKE THE TIRES FROM A 100 KMh ROLLING START YOUR ENGINE NEEDS MORE WORK
ты можешь ходить?