მარჩი ვიყიდე 2 წლის წინ მეუღლისთვის 1.2 ძრავზე 2005 წლიანი, 30 000 ჰქონდა გარბენი, ეხლა 53 000 აქვს, ზეთს ვუცვლი 8000-ზე მოტულის 5-30...
ზეთის შეცვლის გარდა არაფერი სერვისი არ დამჭირვებია არც ხადავოიში და არსად... შუმაიზოლაცია მართლა ვერაა მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ რბილად დადის ქალაქში და საცობების მიუხედავად 6.5 ლიტრს წვავს სტაბილურად... ლუკოილის ბრემიუმზე ვამუშავებ, რეგულარი არ ევასება

ტრასაზეც 6 ლიტრს წვავს ზამთარში, ზაფხულშიი არ დამინიშნია...
მანქანას არ აკლია სოფლის გზებზე სიარული და ჯლაგუნი, ბაკურიანში და გუდაურში თოვლში სრიალები და ამბები და დღემდე არაფერს შეუწუხებივარ...
მორალი

იყიდეთ მანქანა დაბალი გარბენით...
პ.ს. ჩემდა გასაკვირად სალონში და საბარგულში საკმაოდ დიდი ადგილი აქვს

მეუღლე, 2 ბავშვი თავისი სკამებით, 2 დიდი ჩემოდანი, ბავშვის კალიასკა და სხვა უამრავი ნივთი ეტევა ისე, რომ დისკომფორტს არავინ განიცდის მანქანაში...
This post has been edited by karlo-fan on 4 Feb 2016, 23:13