ვმოძრაობ გორგასალზე.
იცით ალბათ ეს მონაკვეთი - არის ცალმხრივი, მაგრამ ერთი ზოლი დატოვებულია
მარშუტკების და ავტობუსებისთვის. მაგრამ დამრღვევები სულ არიან ხოლმე.
ამ გზაზე არის რამოდენიმე შუქნიშანიც და ამ შუქნიშანთან ერთი ასეთი დამრღვევი გამეჩითა მეც.
ჩემის წინ არის მანქანა, გვერდით, მარცხნივ მანქანა - რომელიც იქ არი უნდა იყოს - ორმაგ ხაზზეა გადასული
და ცდილობს ჩემს და ჩემს წინ მყოფ მანქანას შორის დატოვებულ ადგილზე შეძვრეს. თან ამ დროს იქიდან
მარშუტკა მოადგა და ფარებს უნთებს. დავძარი და ჩავუკეტე ამას შესასვლელი. გაბრაზდა ვაჟბატონი და უფრო
მეტად ახლოს მომიწია მანქანა, მაგრძნობინა რომ შეძვრომა უნდა. მეც ლამის ბუფერზე მივედე წინა მანქანას
ისე ახლოს მივწიე. ოოოოო. . . . უფრო გაცხარდა და ჩამოსწია მინა, მანიშნებს რომ მეც ჩამოვწიო. ჩამოვწიე.
ის - ვერ ხედავ მარშუტკა მომადგა წინიდან და რომ შემიშვა რა მოხდაო
მე - მე, ან ეს ხალხი ვინც ამ წოლში მოვდივართ დებილები გგონივართ ?
თუ მანდ ჩვენ ვერ გადავიდოდით ?
ის - ხოო გასაგებია, მაგრამ რომ შემიშვა რა მოხდა, ხომ ხედავ გამჭედე ამ გზაზე
მე - #### მკიდია სად გაგჭედე.
ამოვწიე მინდა და დაველოდე სანამ გამწვანდებოდა შუქნიშანი.
მარშუტკამ ფარებს სიგნალიც დაუმატა და სავარაუდოდ გინებაც

ვინც უნდა ჩათვალოს რომ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ იგივე და მსგავსი შემთხვევა რომ
განმეორდეს მილიონჯერ ასეთ ღლე მძღოლებს არსად აგ დავუთმობ არაფერს