შენ უკვე ძველ კანონს უკეთებ ციტირებას, ახალ კანონში ეგ უკვე 31-ე მუხლია და არაა ასე კატეგორიული მარცხენა ზოლის თაობაზე
საქართველოს კანონი
საგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 31. სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება
5. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი,
იმდენად,
რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა გარემოება, უნდა იმყოფებოდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა
კიდესთან ახლოს
10. დასახლებულ პუნქტში ამ მუხლის მე11−
მე13
პუნქტებით, 38ე
მუხლის პირველი პუნქტითა და 43ე
მუხლის მე2
პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით
მძღოლს შეუძლია იმოძრაოს მისთვის
უფრო მოსახერხებელ თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლზე. მოძრაობის ზოლის შეცვლა
ნებადართულია მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, მობრუნების, გასწრების ან გაჩერების მიზნით.
12. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე,
თანმხვედრი
მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა
მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა
მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო
სატვირთო ავტომობილისათვის − მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ცალმხრივმოძრაობიანი
გზის მარცხენა მოძრაობის ზოლზე დგომაგაჩერების
მიზნით გასვლა შეიძლება მხოლოდ ამ კანონის 37ე
მუხლის მე2
პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
24 დეკემბერი 2013 წ.
N1830-რს
This post has been edited by PILOTINA on 13 Aug 2014, 16:48