#41033338 · 23 May 2014, 14:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | უბრალოდ, სითავხედეს აქვს საზღვარი. რაღაც შავი კომპანიები არ უნდა გვახევდნენ ფულს თან არაფერში!
მთაწმინდაზე ვიღააცამ გზა რო გადაკეტა და შესვლა ფასიანიაო, სტაიანკააო, რო დააწერა?!
|
მთაწმინდის პარკთან და რესტორნებთან მიდგომა აქვთ ასეთი: მოდის გასართობად და ფულის დასახარჯად, ხოდა სტაიანკაშიც გადაიხდის 2 ლარს. მაგრამ ყველაზე გასაცოფებელი არის საავადმყოფოებთან ფასიანი სტაიანკები. მაგალითად ნიუ ჰოსპიტალი ორთაჭალაში, ადრე უფასო იყო მანქანის გაჩერება. დააყენეს შლაგბაუმი, დადგეს ბუტკა, შიგ ვიღაც ზის, მიცემ ფულს, მიაჭერს კნოპკას, აიწევა შლაგბაუმი და შეხვალ. ნიუ ჰოსპიტალი ჯანდაბას მოწესრიგებული და ცივილიზებული პარკინგი მაინც არის, მობეტონებულ-მოასფალტებული, დახაზული, რიგებს შორის გამწვანებული გაზონები. აი ვაგზალზე რომ არის თოდუას და ჯაფარიძის კლინიკები ორლარიანი პარკინგით, მაგათი პარკინგები გავს ნაომარ ბერლინს - აჩიჩქნილ-დაჩიჩქნილი, წვიმაში მუხლამდე ტალახი და წუმპე, რომელ გუბეს საიდან გადაახტე არ იცი, სიცხეში მტვერი და ბუღი წელამდე. დღეში შედის ალბათ რამდენიმე ასეული მანქანა. 2-3 კვირის პარკინგის შემოსავლით თავისუფლად შეუძლიათ ტერიტორიის მოსწორება და მოასფალტება თუ არა მოხრეშვა მაინც, რომ მანქანიდან შესასვლელამდე გუბეების გადაცურვა არ მოგიხდეს წვიმიანში. ბავშვი მეწვინა 2 დღე პოლიპებზე, ხან რა უნდოდა, ხან რა. დღეში რამდენჯერმე მივდიოდი და ყოველ შესვლა-გასვლაზე ფული უნდა იხადო. ვეუბნები, ბიჯო დღეს მეოთხედ მოვდივარ რა ამბავია ამდენი ფულის ხდა? პასუხი. რა ვქნა ძმაო, კამერა აფიქსირებს მანქანებს და მერე მე მომთხოვენ და ჩემი ჯიბიდან ხო არ გადავიხდი. სალარო აპარატები კიდიათ წელზე, მაგრამ თუ არ უთხარი ჩეკი მომეციო ისე არ ბეჭდავენ. 2 კვირა რომ გეწვინოს იქ ვინმე პარკინგი უფრო ძვირი დაგიჯდება ვიდრე ოპერაცია. ეს ამბავი არის ჯანდაცვის სამინისტროს მისახედი!
|