გაუმარჯოს ჯიგრებო.

დღეს ამ სტატიას წავაწყდი და განვიცადე ისე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი.
ადამიანი მანქანაში ცხოვრობს. გადახედეთ სტატიას. ადგილმდებარეობა ვიცით, ტელეფონი ვიცით.
მინდა გთხოვოთ. მოკლედ 21 რიცხვისთვის: მე წამოვალ რუსთავიდან ჩემი მანქანით. აქ სამეგობროში ჩასაცმელებს, ძველმანებს, საჭმელს წამოვიღებ,
ვისაც შესაძლებლობა გექნებათ ოღონდ თქვით მე მოგაკითხავთ მანქანით, იქნება ეს ჩასაცმელი, საკვები თუ მცირეოდენი თანხა მომაწოდეთ ერთი 3 ადამიანი ვიქნებით არ შეგაწუხებთ უბრალოდ თუ სურვილი და სახსრები გექნებათ დავეხმაროთ. მე მოგაკითხავთ ყველას იქ სადაც მეტყვით თქვენ უბრალოდ მომაწოდეთ რისი საშვალებაც გექნებათ და წავუღებთ ამ ადამიანს მისთვის ესეც შვება იქნება. ვისაც სურვილი ექნება თვითონაც წამოვიდეს.
21 მდე საკმაოდ დიდი დროა. ერთად ვიფიქროთ ვიმსჯელოთ როგორ რანაირად გავაკეთოთ. ამ კაცს შაქარი აქვს. ხომ არ ჯობია ექიმს დაველაპარაკო ანუ რა საკვები მივიტანოთ. მყავს მეგობარი ექიმები ეგ არ იქნება პრობლემა. თქვენც მითხარით თქვენი სიტყვა.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=848...&type=1&theater