მე გავიგე მგონი ავტორი რასაც გულისხმობს, ანუ ყველაზე საუკეთესოს კი არა, ტექნიკურად და დიზაინის მხრივ ყველაზე კლასიკურს და საშუალო სტატისტიკურს: ბენზინის ძრავი, მექანიკური ტრანსმისია, უკანა წამყვანი, 4 კარიანი სედანი, კლასიკური დიზაინი, საშუალო გაბარიტები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჰოდა შესაბამისად ყოვლად მოსაწყენს, თბილისის უღიმღამო ნაცრისფერი ავტომასის შემადგენელ ქსოვილს, ყოველ მეორეს რომ ყავს და ამ მოდელის 84092392-ე ეკზემპლარის დანახვისას რომ უკვე გულისრევის რეფლექსს იხშობ

ამიტომ, თუ ბმჭ და მერსედესი არის ყველაზე მანქანები, მაშინ ყველაზე ანტი-მანქანებს გაუმარჯოს! მასისთვის გაუგებარს, ქართული გაგებით არასაბლატაოს და არაძერზსკს, არაპრაქტიკულს, ნაწილები რომ არ იშოვება და მის ყიდვისას რომ გიჟად ჩაგთვლიან, მაგრამ არასდროს რომ ასეთი მანქანით ნაცრისფერი მასის ნაწილი არ გახდები და უბნების, ძმაბიჭების, ბიძაშვილ-დეიდაშვილების და კაი ჯიგარი როჟების მიერ წლობით ნათითხნი კოლექტიური ქართული ბმჭმერსედესაუდიფოლკსვაგენტოიოტასუბარუდაასეშემდეგ გემოვნებით არ იხელმძღვანელებ

აი მაგალითად ეს, ტიპიური ქართველის ავტოკოშმარი, ანტი-მანქანა

Real SAABs don't leak. They just mark their territory.