მაგარი მანქანაა... გარედან ვიზუალი ძალიან მაგარი აქვს. შიგნიდან სალონი დაახლოებით ისეთივეა როგორიც თანამედროვე სპორტული ხასიათის თანამედროვე სედანებს აქვს. ერგონომიკა ნორმალური ერთადერთი დიდი დისფლეი არ მომეწონა ეგეც მიჩვევის ამბავია, ალბათ რო მიეჩვევი მერე სტანდარტული ზომის დისფლეიზე უკეთესი იქნება...
სავარძლები წინები ძალიან მაგარი აქვს უკანები ალბათ ან ბავშვებზე ან ძალიან დაბალ ხალხზეა გათვლილი ვერანაირად ვერ ჯდები მოხერხებულად. აჩქარება - მართვა დინამიკა ძალიან მაგარი აქვს მითუმეტეს 2.2 ტონა მანქანისთვის. ინტერიერის მასალები ნორმალურია ხელოვნური ტყავი-პლასტმასი/ალუმინის შეხამება.
ხმაურს რაც შეეხება არავის ეგონოს რომ დიდად განსხვავდება სხვა მანქანებისგან. ისეთივე ხმაური შემოდიოდა საბურავების და სხვა მანქანების როგორიც ჩვეულებრი ავტოზე კრუიზინგის რეჟიმში დათანამედროვე ავტოებში სალონში ძრავის ხმა არც ისმის ძირითადად. სალონში ეტყობოდა რამდენიმე ხარვეზი რაც აწყობის დროს იყო სავარაუდოდ დაშვებული, მაგალითად ჩანდა წებო რითიცაა პანორამა სახურავზე დამაგრებული.
ყველაზე მეტად მომეწონა გარეთა სახელურები და პანორამა ლუქი

პროცენტებით რომ შეგიძლია გახსნა )))) მანქანაში პერიფერიების მართვა შეგიძლია როგორც დისფლეიდან ასევე საჭიდან
საერთო ჯამში ძალიან მაგარი მანქანაა, რაც მთავარია ძალიან ეკონომიურია ცუდი ის აქვს რომ ჩვენთან 220 ვოლტზე დატენვას ჭირდება 8 საათი როცა ამერიკაში 30 წუთში იტენება. და ფასი აქვს საქართველოსთვის ძალიან ცუდი ))))
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...