Camel88ავიღე მანქანა რომელიც წვავს საშუალოდ 15 ლიტრს სწრაფიც რომ იყოს
5 წელიწადში 150 000 კმ გაივლი და დაგჭირდება 22 500 ლიტრი ბენზინი და ვასხამ დავუშვათ სუპერს სულ 2.30 ად
ეს გამოვიდა 51750 ლარი და დოლარებში დღევანდელი კურსით 29 571$
ტესლა მაქსიმუმი კომპლექტაციის ღირს ღირს 129 970$
დავუშვათ მე ავდექი და ვიყიდე BMW M5 ოღონდ არა სტანდარტი რომელი 93 000$ ღირს არამედ Competition Package 108 150$-ად
ფასში სხვაობა მაქვს 21 820$
ხოლო რახან BMW ამდენი წლის განმავლობაში 29 571$ მიწვავს მაგას რომ ფასთა სხვაობა გამოვაკლოთ მივიღებთ 7751$
ყველაზე ეფექტური დამტენით (240v 40A Nema 14-30 ოფიციალური საიტის მონაცემებით) ბატარეის სრულ დატენვას სჭირდება 97.4 კილოვატ/საათი ენერიგია რომელიც გაატარებს 465.74 კილომეტრს (290 mile საიტზე) და საქართველოში ერთი კილოვატი ენერგია 14.998 თეთრი ღირს (თუ 301 კვტ/სთ გადაცდები და უეჭველი გადაცდები ტესლა როცა გყავს) გამოდის რომ ერთ სრულ დატენვას სჭირდება 14.65 ლარი
ხოლო 150 000 კმ რომ გაატარო მანქანას დაგჭირდება 322 სრული დამუხტვა და 4701.2 ლარი და დღევანდელი კურსით 2686.4$
საბოლოო სხვაობამ შეადგინა 5065.6$
ამ ელექტრო მოწყობილობების მონტაჟი და სახლში მაღალი ძაბვის დენის მიყვანის ხარჯებს ვერ დავთვლი და არ გავითვალისწინებ
სტანდარტული დენის როზეტკიდან 2-3ჯერ მეტი დრო უნდა და მეტ დენსაც მოიხმარს და არც მაგას დავთვლი მეზარება
ჰოდა ახლა მითხარი 5065.6$ წყვიტავს საქმეს? როცა მანქანის ღირებულება 100 ათასს ცდება?
რომელი უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებს ნამდვილი მანქანა რომელიც ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი თუ ტროლეიბუსივიტ თესლა ძრავის ხმების იმიტაცია დინამიკში რომ ისმის? სალონი აქვს უკეთესი თუ რა? და კიდევ ბათუმში რომ წახვიდე უკან ვერ ჩამოხვალ იმ დღესვე რადგან დატენვას 10 საათი უნდა?

განსჯა ამ ფორუმის ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის მიმინდვია

ესეც ვიდეო ბონუსად
P.S. ელექტრო მანქანებთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მაგრამ ტესლას უბრალო ფასი აქვს გადამეტებული. აი 50K რომ ღირდეს მაშინ ჰოო.