როგორც შეგპირდით დავწერ დეტალურ აღწერილობას როგორ გავაგაზიანე მაშინა

რამოდენიმე რჩევა:
1) აუცილებლად დარწმუნდით რომ მანქანა ბენზინზე მუშაობს იდეალურად. ეს ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტია გაზის დაყენების დროს.
2) აპარატურაში ნამდვილად ნუ დაზოგავთ ფულს, რადგანაც შემდეგ პრობლემების დროს გაცილებით მეტი დრო და ფული გეხარჯებათ რომ დაითვალოთ.
3) აუცილებლად დარწმუნდით რომ რასაც აყენებენ ყველაფერი ხარისხიანია, დაწყებული აპარატურით და ინჟექტორებით დამთავრებული უბრალოდ შლანგებითა და ტრაინიკებით.
მოკლედ პოსტი ეხება TOYOTA 4Runner 4.7 VVTI ძრავით 2005 წლიანს.
ვინაიდან და რადგანაც ბალონები მქონდა ძველი მანქანიდან გადმოყოლილი, ახალი აღარც მიყიდია და ძველები დავაყენე. 3 ცალი 7 კუბიანი ბალონი, შესაბამისად დამოუკიდებელი TOMASITO-ს კრანებით.
ბევრი გაკითხვისა და გამოკიტხვის შემდეგ გადავწყვიტე დამეყენებინა OMVL ბრენდი, რაგადნაც ინჟექტორები მუშაა და ფასიც ნორმლური აქვს, თან ერთ ერთი ტოპ ბრენდია.
პლუს ამას OMVL-ს მოყვება 2 შტუცერიანი რედუქტორი, რაც დიდ ძრავიან მანქანებზე აუცილებელია რომ საკმარისი გაზი გაატაროს.
ხო მართლა OMVL ის ინჟექტრები არის ყველაზე სწრაფები 2ms და ასევე ჩუმიც, ანუ საკმაოდ კომფორტულია რა.
შლანგები, ტრაინიკები, ხამუტები ასევე ყველაფერი OMWL დავაყენე.
ქვემოდან გავატარეთ ტიტანის შენარევიანი ტრუბკა, რომელიც მოყვება ბრენდსვე და საკმაოდ ძნელად მოსაღუნია, თუმცა გატეხვის, დაღუნვის და ასე შემდეგ შანში ძალიან მცირეა, მაქსიმალურად უსაფრთხოა რა.
მომუშავე ჯგუფითაც კმაყოფილი ვარ. ძალიან აკურატნად იმუშავა ელექტროობაზე ხელოსანმა, შნურების გადაბმა იყო ეს თუ მანქანის პროვოდკაზე დაერთება. ასევე სუფთათ შეფუთეს, შნურები დამალეს ძრავში, კაპოტს რომ ახდი თითქოს არც აყენია არაფერიო.
2 წლიანი გარანტია მომცეს, თუმცა 10 000 ზე უნდა ვცვალო გაზის ფილტრი (საკმაოდ იაფი ღირს და ადვილია შეცვლა).
სამართავი პანელი (პატარა კნოპკაჩკა) დავაყენეთ ტორპედოს გვედით, მიმალულად, არც ჩანს თითქმის.
რაც შეეება ნასტროიკას:
იქოქება ბენზინზე, 35 გრადუსზე რომ ავა ძრავში ტემპერატურა გადადის თავისით გაზზე.
3500 RPM-ზე ბენზინი და გაზი ერევა ერთმანეთში ( შემეძლო არ ჩამერთო, ან მხოლოდ ბენზინზე ემუშავა), სულ 6000 RPM აქვს და 3500 იმიტომ დავაყენე, თუ მაქამდე მოუწია ასვლა ესე იგი აღმართია ან რამე ნაგრუზკაა და ძრავი რომ არ გადავახურო უაზროდ ცოტას ბენზინით მივაგრილებ.
ჩამოცდება თუ არა 3500-ს 2-3 წამში გადავა ისევ გაზზე.
ნასტროიკა ზოგადად დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილზე.
სანთლები შევცვალე და დავაყენე BOSCH FR5 KI 332S პლატინები 30 000 კმ რესურსით. თვითონ ეყენა NGK პლატინები ამერიკიდან, თუმცა ისენი არ დავაყენე.



იმედია ვინმეს მაინც გამოადგება ჩემი პოსტი. სულ ეს სიამოვნება დამიჯდა 1650 ლარი (ბალონების გარეშე)