ზოგმა დაწერა მოგვიანებით დავამატებ ახალ განცხადებებსო და ხომ არ გაქვთ სურვილი დაამატოთ ?
თუ გეზარებათ, შეგიძლიათ მარტივად აქვე მოიწეროთ და მე დავამატებ. ამისათვის საჭიროა შემდეგი მონაცემები:
1. ხელოსნის სახელი;
2. მისი ტელეფონის ნომერი (თუ რამოდენიმე აქვს შეგიძლიათ ყველა მომაწოდოთ);
3. კატეგორია - ანუ რომელი მიმართულებით მუშაობს ეს ხელოსანი(ძრავი, ხადავოი და ასე შემდეგ);
4. ქალაქი - რომელ ქალაქში მუშაობს;
5. მარკა და მოდელი - ყველა ის მარკა და მოდელი რომლითაც იყავით მისული კონკრეტულ ხელოსანთან;
6. კოორდინატები რუკაზე - ანუ სად აქვს ბოქსი ხელოსანს. ამისათვის გავაკეთე სპეციალური გვერდი. შებრძანდით აქ -
http://xelosani.info/GetLatLng.html მოძებნეთ რუკაზე ის ადგილი სადაც ხელოსან აქვს ბოქსი და დაკლიკეთ მაგ ადგილზე. დაკლიკვის შემდეგ რუკის ზემოთ ორ ტექსტურ ველში ავტომატურად შეივსება კოორდინატები რომელბსაც ქვიათ: Latitude და Longitude. მაგ ორივე ველიდან მოაკოპირეთ მნიშვნელობები და მომწერეთ.
7. შეაფასეთ - ხუთ ბალიანი შკალით, რამდენ ბალს დაუწერდით ამ ხელოსანს;
8. კომენტარი - თუ რაიმე კომენტარის დართვა გსურთ, მომწერეთ.
ამ 8 პუნქტიდან, კომენტარის გარდა ყველა ველი საჭიროა, ამიტომ თუ გადაწყვეტთ ინფორმაციის მოწოდებას, გთხოვთ გაითვალისწინოთ.