მოგესალმებით, დღეს დავრეგისტრირდი აქ, ჩვენ ვაყენებთ ამ სისტემას და უფრო მეტ ინფორამციას მოგაწვდით, მოკლედ ეს სისტემა ახალი არაა, 2006 წლიდან დაიწო ამ სისტემის მსოფლიოში დანერგვა. დავიწყებ იქედან, რომ როცა იდეა წარმოიშვა და დავგეგმეთ ამ იდეის განხორციელება, პირველად დავაყენეთ ჩვენს სადისტრიბუციო მანქანაზე ფორდ ტრანზიტი, 1999 წლიანი, 2.5 ტურბოდიზელი, ასევე ჩვენი თანამშრომლების მანქანებზე: მიცუბიში დელიკა 2001 წლიანი, 3.0 ბენზინი და ბმვ E39 525, 2002 წლიანი, გაზი არცერთში არ იყო დაყენებული. 1 თვე ვტესტავდით ამ მანქანებს, ყოველდე გვქონდა სკაიპის საშუალებით კანადელ ინჟინრებთან საუბარი. მთელი პრინციპი ეკონომიის მისაღებად გენერატორში არ მდგომარეობს, აქ არის უმთავრესი კომპიუტერი. მუშაობის სქემა მარტივია, ჩვენი კომპიუტერი "ატყუებს" მანქანის დაჩიკებს: ვოზდუხამერს, წინა და უკანა ლამბდებს, კატალიზატორს. რაც შეეხება წყალბადს, არასწორად იქნა გაგებული ხალხში ეს ტერმინი და ეგრევე ასოცორდება წყალბადის ბომბთან

რეალურად აქ საქმე გვაქვს ელექტროლიზის პროცესთან.ეხლა ავხსნი რა არის ელექტროლიზი:
- წყალბადის გენერატორში ხდება წყლის მოლეკულის (H2O) დაშლა წყალბადის და ჟანგბადის ელემენტებად. ამ პროცესს ეწოდება ელექტროლიზი და შედეგად მიღებული გაზი მოიხსენიება, როგორც ბრაუნის გაზი, იგივე HHO. ძრავის მიერ ხდება მისი ჰაერთან ერთად შეწოვა შიგაწვის კამერაში, სადაც იგი ერევა საწვავს და ხელს უწყობს საწვავის ეფექტურად წვას. HHO მხოლოდ ზემოქმედებს საწვავის წვის სიჩქარეზე და ხარისხზე, ის თავის მხრივ არ წარმოადგენს წყლიდან მიღებულ საწვავს.
რა სიხშირით უნდა ჩავასხათ წყალი ავტომობილში?
• წყლის ხარჯი დამოკიდებულია თვითოეული ავტომობილის ძრავის მოცულობაზე და ავტომობილის მართვის სტილზე. გთავაზობთ ცხრილს, თუ რამდენ კილომეტრს გაგატარებთ 1 ლიტრი გამოხდილი წყალი საშუალოდ 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს:
1.0 13454 კმ
1.3 10349 კმ
1.6 8409 კმ
1.8 7474 კმ
2.0 6727 კმ
2.3 5850 კმ
2.5 5382 კმ
2.8 4805 კმ
3.0 4485 კმ
3.3 4077 კმ
3.5 3844 კმ
4.0 3364 კმ
4.5 2990 კმ
5.0 2691 კმ
5.5 2446 კმ
6.0 2242 კმ
7.0 2102 კმ
8.0 1869 კმ
10.0 1682 კმ
12.0 1401 კმ
14.0 1246 კმ
რამდენად უსაფრთხოა წყალბადის სისტემა?
• იგი არავითარ შემთხვევაში არაა საშიში, ვიდრე ბენზინი, დიზელი ან ბუნებრივი აირი, რადგანაც hho ზუსტად იმდენივე გამოიყოფა, რამდენიც საჭიროა მოხმარებისათვის, შესაბამისად, არსად და არასოდეს არ ხდება მისი დაგროვება.
იმუშავებს თუ არა წყალბადის სისტემა ჩემს ავტომობილზე?
• წყალბადის სისტემა უნივერსალურია და გამოიყენება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაში, რომელსაც გააჩნია შიგა წვის ძრავები.
წყალბადის სისტემა გამოიყენება თუ არა დიზელზე მომუშავე ძრავებში?
• დიახ, უფრო მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში უფრო გაადვილებულია, რადგან დიზელზე მომუშავე ძრავებს არ გააჩნიათ რთული ელექტრო სენსორები, რომლებიც თავის მხრივ მოითხოვენ მართვის ბლოკის (ProTuner) მხრიდან ზუსტ მოდიფიცირებას, რომ მივაღწიოთ საწვავის ხარჯის ეკონომიას.
რამდენად ამცირებს საწვავის ხარჯს?
• hho სისტემის ეფექტურობა დამტკიცებულია მრავალრიცხოვანი და დამოუკიდებელი ტესტების საფუძველზე. ყველა შედეგი მიუთითებს საწვავის ხარჯის შემცირებაზე, ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფის თითქმის განულებაზე და ძრავის სიმძლავრის საგრძნობლად მომატებაზე. ერთ-ერთ სატესტო ავტომობილზე HONDA Accord მიღწეულია 53 %-იანი ეკონომია. ტესტის შედეგები ცვალებადია და დამოკიდებულია სისტემის დაყენების სისწორეზე, გამოყოფილ hho რაოდენობაზე და ასევე, იმაზე, თუ რამდენად ხარისხიანია თქვენი ავტომობილის ელექტრო სენსორები და რამდენად გამართულია ელექტრო სისტემა თქვენს ავტომობილში. ყველაზე უმთავრესი კი მაინც ის არის, რომ სწორად უნდა მოხდეს ელექტრო მართვის ბლოკის (ProTuner) დაინსტალირება, რომელმაც თავის მხრივ უნდა მიაწოდოს ზუსტი იმპულსები, მანქანის კომპიუტერს.
ჩვენი სადისტრიბუციო ფორდი მივიყვანეთ ტოიოტას გვერდით არსებულ სერვისში, სადაც გავზომეთ გამონაბოლქვი. ტესტერმა აჩვენა 0.17, შედარებისთვის ახალი ყვითელი მარშუტკები აჩვენებენ გამონაბოლქვს 1.3-ს და საქართველოში დასაშვები ყოვილა 3.0. შემმოწმებელმა გვითხრა, რომ რა დიზელი გისხიათო, ეს მაჩვენებელი არის ევრო5-ის, ანუ თითქმის აღარ ხდება ჰაერის დაბინძურება. ეს ტესტერი ჩვენთანაც გვექნება და გავზომავთ მანქანას hho სისტემის დაყენებამდე და მერე დაყნების შემდეგ და იქაც თვალსაჩინოდ გამოჩნდება შედეგი.
გარდა ამისა დაყენებამდე ვუტარებთ მანქანას სრულ ელექტროდიაგნოსტიკას უფასოდ, თუ რამე შეცდომებს ამოყრის, ვაგზავნით, რომ გაასწოროს, თუ არა და უკვე შეიძლება მონტაჟის დაყენება.
თანამედროვე ავტომობილის ძრავების უმრავლესობა აღჭურვილია ელექტრონული სენსორებით, რომლებიც არეგულირებენ საწვავის მიწოდებას ძრავში.
იმისათვის, რომ სენსორებმა აღიქვან hho სისტემა, ამისათვის აუცილებელია ელექტრონული მართვის ბლოკი ProTuner, რომელიც მოდიფიცირებას უკეთებს ავტომობილის კომპიუტერიდან შემოსულ სიგნალებს და შესაბამისად ვღებულობთ საწვავის ხარჯის ეკონიმიას. რაც უფრო მეტი სენსორი აქვს ავტომობილს, მით უფრო მეტ ეკონომიას ვღებულობთ საწვავის ხარჯში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა არის წყალბადის ტექნოლოგია? იგი სრულიად ინოვაციურია და ავტომობილებში წყალბადის გენერატორის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ელექტროლიზის პროცესზე. აღნიშნული სისტემა იწყებს მუშაობას მხოლოდ ავტომობილის დაქოქვის მომენტიდან და იღებს ელექტროენერგიას აკუმულატორიდან, რის შედეგადაც ხდება წყალბადის (HHO, ეგრეთწოდებული ბრაუნის გაზის) გამოცალკევება წყლიდან.
წარმოქმნილი გაზი მყისიერად ხვდება ძრავში და ერევა ტრადიციულ საწვავს: ბენზინს, დიზელს ან ბუნებრივ აირს. შესაბამისად, არ ხდება მისი არსად დაგროვება, ანუ წარმოქმნილი გაზი მაშინვე იხარჯება წვის კამერაში.
რაც შეეხება ხელოსნებს, 2 ხელოსანი გვყავდა გავგზავნილი კანადაში, შემდეგი ჯგუფი კიდევ მიდის დეკემბერში. მესმის თქვენი, რომ ეჭვის თვალით უყურებს ბევრი, მაგრამ მართლა რეალურია ეს ყველაფერი. ესე რომ არ ყოფილიყო, ესე ხმამაღლა ვერ გავბედავდით რეკლამის გაკეთებას. არის საიტებზე უამრავი იაფფასიანი სისტემები, რამოდენიმე ჩამოიტანეს და მოგვიტანეს კიდეც. ერთი შეხედვით მარტივია ასაწყობად, მაგრამ რეალურად არც ისე იოლად არის საქმე. შეიძლება სრულიად ობიექტურები ვერ ვიყოთ, მაგრამ რაც მომხდა ჩვენთან, იმას გიყვებით, რომ არსებობს უხარისხოები, ჩვენც გავტესტეთ სხვადასხვა ფირმების, მაგრამ საუკეთესო ჯერ-ჯერობით კანადელების სისტემებია.
კიდევ რამოდენიმე მანქანის შედეგებს დავწერ, რაც დაგვიყენებია და ეს ხალხი მართლა არსებობს და დადის ეს მანქანები უკვე თბილისში:
ნისან ტეანა, 2004 წ. 2.4 ძრავი, 11.7 ლიტრიდან ხარჯი ჩამოვიდა 7.3 ლიტრზე
მიცუბიში პაჯერო 2002 წლიანი, 3.5 ძრავი, 40 % ეკონომია
მერსედესი GL 2008 წლიანი, 5.5 ძრავი, 19 ლიტრიდან ხარჯი ჩამოვიდა 12 ლიტრზე
მერცედესი სპრინტერი 2001 წლიანი 2.2 cdi ტურბინიანი, ეკონომია 37 %
მოკლედ არც შარლატანობაა ეს ყველაფერი და არც მაიმუნობა

ეხლა ისეთივე ეტაპზე ვართ, როგოც თავიდან გაზები იწყებოდა და ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, იმედია მალე დაიჯერებს ხალხი, რომ აქ საშიში არაფერია.