მოკლედ როგორც ვატყობ ჩემს მეტი არავის გაურისკია და არც არავინ აპირებს ამ კომპანიასთან თანამშრომლობას.
მოკლედ საქმე რაშია. როგორც ყველამ აღნიშნეთ საკმაოდ დიდი ფასთან განსხვავებისა მაინც გადავწყვიტე და გავრისკე მანქანის ყიდვა მაგათგან. რათქმაუნდა ნახევარ ფასში ვიყიდე ეს მანქანა სხვა საიტებთან მიმართებაში. დღემდე ვფიქრობ რომ რაღაც პადვოხააა და აქედან გამომდინარე თითქმის ყოველ დღე ვაწუხებ ამ კომპანიას სხვა და სხვა უაზრო კითხვებით რათა სულ კონტროლ ქვეშ იყვნენ.
მანქანაში გადავიხადე 1400 ჩატვირთვით.
მომცეს აქაური ანგარიშის ნომერი და გადარიცხვაც მოვახდინე ეროვნულ ვალუტაში და არა აშშ დოლარში.
რამდენადაც ბანკში განმიმარტეს ეს კომპანია საკმაოდ სერიოზული გადარიცხვებით სარგებლობს და არ ჰგავს რაღაც არა სერიოზულ კომპანიასო.
ოფისშიც ვიყავი და ველაპარაკე თვითონ დირექტორსაც. სულ 3 თანამშრომელია და 1 დირექტორი არა ქართველი (მგონი ყაზახი), ოფისი ვაკეში პიქსელის შენობაშია, ავღნიშნავ ძაააან ცივილიზებული და სერიოზული ოფისია მარტალია პატარა მაგრამ ძაან სერიოზული.
ბევრი საეჭვო ნიუანსები არი ამ საქმეში მაგრამ ბევრიც დამაჯერებელი და სერიოზული არგუმენტი იმისა რომ ორგანიზაცია მართაც სერიოზულად მომზადებულია კლიენტების მისარებად და სამომავლო განვითარებისთვის.
ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისთანავე ამ კომპანიამ განმიმარტა რომ ვერანაირ საბუთს ვერ მომცემდაიქიდან გამომდინარე რომ ჯერ მხოლოდ 2 თვეა რაც დაარსდნენ. გარდა ბეჭედით დამოწმებული საგარანტიო ქარალდისა რომელიც ვრცელდაბა ძრავზე და გადაცემათა კოლოფზე. რაოდენ საეჭვოც არ უნდა იყოს მაინც გავრისკე და აგერ უკვე 10 რიცხვში ველოდები კონტეინერის საბუთს, ნომერს და
ჩატვირთვის სურათებს. შედეგებს დავწერ აუცილებლად.
ამ ყველაფრის მიუხედავად დავიწყე მაინც დეტალურად ინფორმაციის გადამოწმება.
აღმოჩნდა რომე ჩემი მანქანა რომელიც ვიყიდე შავ ფერად და სურათებიც ამაზე მეტყვებს და არის 2004ის მე 11 თვე, შასის კოდით გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა რომ
ეს შასის კოდი ეკუთვნის 2005 იან მე 11 თვის მანქანას და არის ხასხასა ლურჯი ფერი. აქედან დასკვნა ან სხვა მანქანის შასის ნომერი ჩამიწერეს ინვოისში ან სხვა მანქანას მიგზავნიან. ჯერ ჯერობით ველოდები და ვცდილობ არ ვინერვიულო

ფასებს რაც შეეხება : ეს ფასები იქნება მხოლოდ 6 თვის განმავლობაში. და არის კლიენტის მოსაზიდად. როგორც თვითონ განმარტეს ეს კომპანია ყიდულობს მანქანებს აუქციონამდე შესვლისას ანუ ე.წ პერეხვატს აკეტებენ შესაბამისად მაგიტო ყიდიან ასეთ დაბალ ფასად,ეი)
მდგომარეობას რაც შეეხება: დაჟინებით მიმტკიცებენ რომ მანქანა გამართულია , არ აქვს არანაირი პრობლება ძრავს და გადაცემატა კოლოფს, მაგრამ გარანტია მაინც დამიწერეს და ბეჭდით დამიმოწმეს. თუმცაღა ძრავის სრაი დღემდეარ მინახავს და ამ ყველაფერზე არანაირი დოკუმენტაციაც არ აქვთ. რადიაციული არ არიო. ნაავარიები არ არიო, გადაღებილი არ არიო მაგრამ შეიძლება პატარა გასმულ გამოსმულები ქონდესო (რომელიც სურათებში არ ჩანს)., ავღნიშნავ სალონი ძალიან სუფთაა.
მოკლედ საბოლოო ჯამში გამოდის ის რომ არანაირი საბუთი არ გიჭირავს ხელში გარდა აქაურ ბანკში გადახდილი ქვითრის გარდა , ინვოისისა და საგარანტიო ფუცლისა (რომლებიც ოფიციალუირ კომპანიის ბეჭდით არის დამოწმებული).
ჩემი შეხედულება არის ასეთი: კტო ნე რისკუეტ ტოტ ნე პიოტ შაპანსკავა. ვნახოთ რა იქნება
პ.ს ამდენი ბლუყუნის მერე იმედია ყველაფერი კარგად იქნება და თუ მაინც არ იქნება ვიმედოვნებ რომ პირველი და უკანასკნელი ვიქნები ვინც ამ აფიორაში მოხვდება
ტფუი ტფუი ტფუი თვალი არ ეცეს

სიახლეებს გაგაგებინებთ
This post has been edited by mixeilmarexashvili on 6 Nov 2014, 20:34