>>levani9<<კი მაგრამ ეგ ვერსია V300-სი მალე უფრო უწევს ცვლა ვიდრე სტანდარტული Motul-ს, უფრო მალე კარგავს ეგ ზეთი
თავის ძალას ვიდრე სტანდარტი და performacne-ზე არის გათვლილი, ნუ შენ 2კგ-ს უბერავ და კაკრაზ გამოგადგება

ჩემი გამოცდილებიდან მინდა დავწერო პატარა ინფო პლიუსი და მინუსები, რა ზეთებთანაც მქონია შეხება.

Mobil 1 5w40 3000
პლიუსი: არ ღირს ძვირი მისაღები ფასი ადევს, მაქსიმალურად გათვლილია ძველ ძრავიან ავტმობილებზე და აქვს ყველა ის მახასიათებლები რაც ძველს ძრავას ინახავს longflife, ზამთარში -17ზე უპრობლემოდ ზედმეტი ხმის
გარეშე იწყებს მუშაობას, ძრავას არ ანაგვიანებს ნალექებით და მსგავსი მარაზმისაგან, ხშირი ზეთია და როგორც ასე პატენტი ნაკლებად არის ამ მოდელის. ძაან ცოტას იკლებს ეს ზეთი, ჩემ E36 328-ზე გავიარე ამ ზეთით 11-ათასი
და 100-გრამის მეტი არ დამიმატებია (ვიცი ბევრი არ დაიჯერებს მაგრამ ეგრე იყო). ჩემი გადმოსახედიდან ამ ზეთს მივანიჭებ საშუალო მძღოლის პატრონებს რომლებსაც პრეტენზია არ აქვთ სიჩქარზე და ქალაქში გადახურებებით სიარულით.
მინუსი: ზაფხულში ძალიან საგრძნობლად ეტყობა ძრავას რო ხურდება, აი პირდაპირი მნიშვნელობით რო იგუდებოდეს ძრავა ასეთი გრძნობაა როცა ამ ზეთით დადიხარ ქალაქში გაძრომა გამოძრომა აჩქარება შენელება და ასე შემდეგ.
ზამთრის რეჟიზმში ახერხებს გაგრილებას მაგრამ მანდაც არის პაუზა.
გირჩევთ კარგი ზეთია მთლიანობაში.
ესეც კი ჩემი ძრავა ამ ზეთზე ნამუშევარი 11000კმ

(ამ ზეთამდე მესხა Castrol Maganet 10w40-ცი და მაგამაც ოდნავ დატოვა კვალი)


This post has been edited by ///M-POWER on 11 Nov 2014, 14:22