RACKERნუ ეგ კი და მეც ბევრჯერ გადავვარდნილვარ და დამიმტვრევია მანქანა მარა მთელი სიამოვნებაც ხო იმაშია რო საშიშია და ადრენალინიც ოხრადაა+ულამაზესი სანახაობაა
სუ მცირედით თუნდაც რაღაცით ხო უნდა დაიწყოს წახალისება და რამე ზამთრის შეჯიბრებების რო წინ წავიდეს,გადავარდნის და დამტვრევის გარეშე არც არაფერი გამოვა და ეგრევე ვერავინ გახდება პროფესიონალი ხო ეგრეა,ბევრი შრომა,სწავლა და რამე ჭირდება,უბრალოდ ჩვენთან არაა და უმაგრესი იქნება რო ნელ ნელა დაიწყოს და წინ წავიდეს ეს სახეობაც ზამთარში,მოყვარულებიც არიან რომლებიც თოვლი როა მართლა ლამის დილამდე ცხვარიში არიან ხოლმე თოვლის დროს,მცირე რაოდენობა მარა არიან
იმას არ ვიძახი რო აიდა გაგვყარეთ არაპროფესიონალები და რამეთქო უბრალოდ დიდი სურვილი და თხოვნა იქნება რო ზამთრის შეჯიბრებიც დაიწყოს და იყოს,ნელ ნელა წავა წინ ეს სახეობაც და განვითარდება,ჩვენც ვისაც მუღამი გვაქ და რამე ყველაფერს ვიზავთ და მოვემზადებით მეტი სწავლა პრაქტიკითაც ამ ყველაფრისთვის,თქვენგანაც ვისწავლით გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანებისაგან და რაღაცით ხო წინ წავა ეს სახეობაც,უბრალოდ მართლა ულამაზესი და უმაგრესია თოვლში ეს სახეობა და ჩვენთან საერთოდ რო არაა მაგრა ტეხავს,მარტო ყურება რად ღირს ჯერ მართლა ულამაზესია
დრაგი,დრიფტი,წყვილთარბოლა მაგარია და ძალიან კაია რო ვითარდება და წინ მიდის მართლა მიხარია მარა ამ სახეობას ჩემი აზრით ვერცერთი ვერ შეედრება უძალიანმაგრესია
ძალიან მაგარი იქნება უბრალოდ თუ თოვლშიც დაემატება ეტაპი ან ცალკე ზამთრის შეჯიბრი იქნება
პატივისცემით და კეთილი სურვილებით