გააჩნია როგორ აპირებ მანქანის გამოყენებას.
მე პირადად მინდა მინივენის ყიდვა პერიოდულად ქალაქ გარეთ გასასვლელად. ასეთი შემთხვევისთვის შერჩეული მყავს მაზდა MPV და დიდი ალბათობით ვიყიდი კიდეც. მიზეზები:
- ერთერთი ყველაზე იაფი ვარიანტია. იაფი ღირის მანქანა, ნაწილებიც არ არის ძვირი.
- ძალიან გამძლეა - ფორდის გამოყენებული ტექნოლოგიებით აწყობილი მანქანაა, არაფერი ნოვატორული არ აქვს, უბრალოდ კარგი მანქანაა.
- სალონი აქვს რეალურად ტევადი + შუა რიგის სკამები არის ერთერთი საუკეთესო რაც კი რამე მინახავს.
- 4X4-ზე ვერსიები ძალიან კარგად დადის თოვლში.
- წვა/დინამიკა საკმაოდ კარგი აქვს.
- სუპერ მახინჯი არ არის