კარგით დავიწყებ ჩამოწერას იმ საკითხების რაც დასაზუსტებელი იყო რეგლამენტში (სხვა ყველაფერი რეგლამენტის მიხედვით არის),
იგივე უნდა მივწერო მევლუდს, გადახედავს და ჩაასწორებს, მაგრამ ვინაიდან რაღაცეები მაინც საკამათო იყო ჯობია საბოლოოდ რეგლამენტით იხელმძღვანელოთ:
1. აღჭურვილობა (მოქმედი ან ვადაგასული ომოლიგაციით):
კომბინიზონი უნდა იყოს ცეცხლგამძლე, FIA-ს ომოლიგაციით (გარდა FIA-CIK და სხვა არაცეცხლგამძლე სტანდარტებისა) ან ამერიკული SFI-ს ცეცხლგამძლე ომოლიგაციით.
ღვედები უნდა იყოს ან FIA-ს, ან ამერიკული SFI-ს სტანდარტის.
ჩაფხუტი ასევე უნდა იყოს რომელიმე სტანდარტის (ღია ან დახურული) - FIA, SA2005, SA2010 და ა.შ.
სკამი უნდა იყოს მხოლოდ FIA-ს ომოლიგაციით.
რეგლამენტის მიხედვით ფეხსაცმელზე, წინდებზე, ბალაკლავაზე, ხელთათმანებზე და ა.შ. არ მოითხოვება ომოლიგაციის არსებობა.
2. დაკიდების სისტემა, რაზვალი, სხოდი:
მხოლოდ ისეთი ამორტიზატორები (შიგნეულობის შეცვლა შეიძლება) და ზამბარები, რაც ქარხნულად, გადაკეთების გარეშე დგება E36-ზე.
რაზვალის შეცვლა შესაძლებელია ე.წ. შაიბებით (დეტალები ბიჭებმა იციან), შესაძლებელია ამორტიზატორის ზედა ჩაშკების შეცვლაც.
ვინაიდან ქარხნულად არ ურეგულირდება კომპაქტს უკან სხოდი, რაიმე ნაწილის გადაკეთება აკრძალულია.
3. სავალი ნაწილი:
შესაძლებელია ქარხნულ ნაწილში რეზინის, კაპრონის და პოლიურეთანის ჩაპრესვა.
4. ხიდის გადაცემა:
ჯერ ამ საკითხზე საბოლოო პასუხი არ არსებობს, დაშლილებში რომელი გადაცემაც რაოდენობრივად მეტი იქნება იმას დაუშვებენ,
მოკლედ გასავლელია ელიავაზე და ამის შემდგომ შესაძლოა დაშვებული იყოს მოკლე ხიდიც.
5. მუხრუჭი:
დაშვებულია მხოლოდ წინა აპორნების შეცვლა ქარხნული გაგრილებადი აპორნებით იგივე დიამეტრით (ანუ 2,0 -2,8-ს აპორნები) სუპორტებითურთ.
დასაშვებია ასევე არმირებული შლანგების დაყენება.
6. კუზაოს გამაგრება და რესპორკები: შესაძლებელია ყველანაირი.
7. აკუმულატორის რელოკაცია აკრძალულია, უნდა იყოს ქარხნულად წინ, თავის ადგილას.
8. აკრძალულია წინა და გვერდითა შუშების ნაცვლად ორგმინის დაყენება,
ორგმინის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ უკანა და უკანა გვერდითა შუშებისათვის.
9. ABS + ჰიდრავლიკა არჩევით: გინდათ გააუქმეთ (როგორც რეგლამენტში წერია მხოლოდ იმ წესებით) გინდათ არა!
10. ტორპედოს მთლიანად მოხსნა არ შეიძლება, მხოლოდ ქვედა ნაწილის.
11. სცეპლენია:
პლიტა და მახავიკი უნდა იყოს ქარხნული, შესაძლებელია დაყენდეს კერამიკული დისკი.
12. ძრავის მაქსიმალური ბრუნი:
როგორც ქარხნული 6.700 RPM (მემგონი რეგლამენტში რაც წერია იმაზე ოდნავ მეტს ტრიალებს ქარხნული).
13. შესაძლებელია მასების გაყვანა კაპოტში.
14. შესაძლებელია ე.წ. სპორტული "სვეჩების პრავოდკის" დაყენება.
15. საბურავები:
ყველაზე დიდი Max Performance, არა Extreme Performance & Trackday and Competition.
http://www.tyrereviews.co.uk/Tyre/