იცი რა მიკვირს საბჭოთა დროის მანქანებს რომ ადარებენ თუნდაც ოთხმოცდათიანის მეორე ნახევარში გამოსულ მანქანებს. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა მას შემდეგ ყოველგვარი ხარისხიანი მომარაგება და კონტროლი გაქრა. 1994 წელში რუსეთში ვიყავი და მამაჩემა მთხოვა იქნებ მანქანა გამოაგზავნოო ვოლვო 940 მყავდა და ჩამოდი წაიყვანე მეთქი. არაო ვოლგა მინდაო

მთელი ცხოვრება მანქანებზე მუშაობდა პაბედა, ოცდაერთი , გაზ 24 და ბოლოს ჟიგული 06 ყავდა 80წ ნაყიდი და კარებებიდან უკვე შუქი გადიოდა, ბათუმის დამსახურებით.
ვუყიდე, გაზ 31 , ქარხნიდან გამოვაყვანინე სომეხს ტაოტებში კუზაო

( სახლამდე არ გარეცხა). 9000$ დამიჯდა . კიდევ 1500 $ სიგნალიზაციები და ელექტრო პადიომნიკები მაგნიტოფონი , თავიდან გადაჭერა ყველა ბოლტების, ტაოტების, ზეტების. მიცემა

ერთი სიტყვით გავუმზადეთ და მერე წამოყვანის გზებს ვეძებდით. ნოვოროსიისკიდან გემზე დავტვირთე და მამაჩემთან ერთად გამოვაგზავნე ბათუმში. გაატარა 30 ათასი და მეუბნება შვილო ეს სულ სხვა მანქანააო, ნაგავიაო . 24 ით ნახევარი მილიონი გამივლია ეს რა უბედურებააო. იმის შემდეგ რუსული მანქანისკენ არ გაუხედია. 12 წლის ოპელის გემო რო გაიგო დამპროექტებელი აგინა რუსულ ავტოპრომს.

ამდენი იმიტომ ვწერე რომ ნუ ადარებთ საბჭოთა თუნდაც ჯართს დღევანდელ რუსულ მანქანებს . იმათ წონა მაინც ქონდათ ესენი ჯართადაც არ უქნია ღმერთს.