გაუმარჯოს
ესეიგი რა მაინტერესებს

უბანში 4 კორპუსი დგას და ითვლება ჩვენს ეზოდ შუა ადგილი.
მანდ ვცხოვრობ სადღაც 10 წელია და იქამდე 100 მეტრის მოშორებით ვცხოვრობდი.
რაც თავი მახსოვს ,,ეს ჩემი ადგილია; ეს ჩემი შვილის ადგილია; ეს კიდე ჩემი იობარის დ.ა.შ." მაგრად ტყ....ნ ტვინს, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ.
ხოდა კაიხანია მანქანა არ მყოლია და ახლა ვიცი ერთი ომი უნდა გადავიტანო მანქანს დასაყენებლად. სადაც მე მეყენა იქ ერთ გოგოს უყენია და რავქნა ახლა დაყენება ავუკრძალო ?

მაინტერესებს რის საფუძველზე შეიძლება გითხრას პიროვნებამ ეს ჩემი ადგილიაო. არის რამე მსგავსი მომენტი რაც არვიცი ?
ამასწინ ერთ ბიჭს სახე ააძრეს ქალებმა ( ხო, მეტწილად კაცები არ კადრულობენ და ქალებს ალაპარაკებენ/აწუწუნებენ) ესეიგი ეს ადგილი პრივატიზებულიაო და ჩვენიაო.
შეიძლება პრივატიზება კორპუსის ეზოსი ?
თუ პრივატიზებულია ესეიგი ჩემიცაა ხო ? მეც ხომ მანდ მაქვს ბინა და ვცხოვრობ ?
მე მესმის მარტივად - ეზოში შედიხარ და სადაც ადგილია იქ აყენებ . თუ ადგილი არარის დავაყენებ ეზოს გარეთ. მაგრამ სანამ ჩემს დედანაქაჩ მეზობლებს თავზე რამეს გადავამტვრევ იქნებ რამე იცოდეთ ამის შესახებ და მითხრათ.