მეგობრებო, სალამი, დახმარება მინდა.
მოკლედ, მყავს 2005 წლიანი Toyota Vitz 1.3 ძრავით (ვარიატორი).
მყავს სულ ახალი ნაყიდი, პირველად ჩავასხი გალფის პრემიუმი და გავავსე ბაკი. ბაკი იყო ჩამოსული 5 ლიტრზე ისე ჩავასხი რომპეტროლის პრემიუმი, მაგით გავავსე და მერე ისევ 5 ლიტზე კიდევ რომპეტროლის პრემიუმი ჩავასხი, ანუ, მთლიანად პრემიუმ ეფიქსით გავავსე. აი, სულ მთლიანად ეფიქსი რომ იყო ისე, შევატყვე რომ მანქანას დაეწყო დაბალ გაზზე ე.წ. "პერებოი". მაღალ გაზზე არაფერი სჭირს, მაგრამ, აი, მაგალითად, შუქნიშანზე ნელ-ნელა გაჩერებისას ძიგძიგებს და დაქოქილზე დგომისასაც ეგრე შვება. მივიყვანე ხელოსნები დავახვიე

) სვეჩები გამოვცვალე, დროსელი გავაწმენდინე, ჰაერის ფილტრი შევცვალე, ზეთიც შეცვლილია ძრავაში, ბაბინები და მსგავსი რაღაც-რაღაცები, რაშიც დიდად ვერ ვერკვევი, ყველაფერი წესრიგშია.
ახლა რატომ ვახსენე პრემიუმ ეფიქსი, მაგაზე მითხრეს, ფილტრავს და ჭუჭყი გააქვსო და შეიძლებოდა ბენზინის ფილტრს მოსვლოდა რამე ? მარტო ეგ არ შემიმოწმებია.
შუქნიშნებზე გაჩერებისას, რაღაც მომენტები ჩაქრობაც დაიწყო და დროსელის გაწმენდის მერე აღარ ქვრებოდა, მაგრამ, მაინც ძიგძიგებდა.
დროსელი ახალიც ჩავუდგი, მაგრამ, არ შველის და მითხრეს დაპროგრამება უნდაო.
ერთი სიტყვით, ძალიან დავიბენი, რა გავაკეთო, რა შეიძლება იყოს ?
მატორი ფიზიკურადაც ძიგძიგებს რა რომ მუშაობს მანქანა, შესამჩნევადაა ეს ყველაფერი.
HELP!