თუ ახალზე ვერ ახერხებ, ე.ი. რაღაც პრობლემა აქვს.
თუ სალონში ცირკულაციის რეჟიმს გაუთიშავ და ჩართული გაქვს ჰაერის გარედან შემოტანის რეჟიმი და მაინც იორთქლავს ე.ი. პრობლემა აქვს სალონის ვენტილაციის სისტემას.
ზოგადად, ესეთი პრობლემა უმეტეს შემთხვევაში იქმნება მაშინ, როცა ვენტილაციის სისტემაა დაზიანებული. ან შლანგებია სადმე გახეული და ვერ უბერავს საკმარისად (ან არასწორად უბერავს), ან ნაწვიმარი წყალი ჩადის სისტემაში (თუნდაც ოდნავ) და იმის მაგივრად, რომ მშრალი ჰაერი დაუბეროს, ნესტით გაჟღენთილს უბერავს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაორთქვლის ეფექტს და ა.შ.
ყოველივე აღნიშული კი შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ საჭე გადატანილია (და გადატანის პროცესში ან არასწორად აეწყო სისტემა, ან ფიზიკურად დაზიანდა), შესაძლოა ნაავარიევია მანქანა, რაც ასევე გამოიწვევდა სისტემის დაზიანებას და ა.შ.
გამოსავალი რა არის?
კონდიცირება ჩართე და წესით უნდა გაიტანოს.
თუ ვერ გააქვს, მაშინ დაბერვა ცივი ჯობია თავიდან, ლუკი თუ აქვს მანქანას უკანა მხარე ბოლომდე აუწიე, მარჯვენა უკანა შუშას (და სხვა დანარჩენებსაც) ჩაუწიე სადამდეც შეძლებ და ყველაფერ ამასთან ერთად, ტრიაპკა გეკაოს ხელში, ისეთი რომ ნესტს იწოვდეს და ....
This post has been edited by spider77 on 24 Sep 2016, 11:03