ვულოცავ ყველა გამარჯვებულს! მე სამწუხაროდ ისევ და ისევ ხიდის პრობლემის გამო ვერ დავდექი სტარტზე და მთელი დღის ლოდინის მერე მომიწია ხელის ჩაქნევა გამოსვლაზე

((
იკა შენს ავარიას ვუყურე ტრიბუნებიდან და ჟრუანტელმა დამიარა. საშინელება მოხდა, მაგრამ რაც მთავარია გადარჩი.
ცხვირი აქვს გატეხილიო და როგორ გაქვს ეხლა?
რაც შეეხება გზას: კარგი გზა იყო, უბრალოდ მანქანის აჩქარება და ზოგადად სიჩქარე ძალიან დიდი უპირატესობას იძლეოდა და ეს ცოტა არ მომეწონა, მაგრამ რას ვიზავთ, ხან ასე იქნება ხან ისე.
რაც შეეხება ორგანიზებას, მიუხედავად იმისა რომ კარგად იყო ორგანიზებული და მანქანები ლოდინის და დაბრკოლებების გარეშე გამოდიოდნენ მე რომ წამოვედი სადღაც 11 ხდებოდა და მაგ დროს იწყებოდა B კლასი. არადა ჩემნაირად ხალხი დილის 11 საათიდან იქ იყვნენ.
ესეთი რაღაც არის დაუშვებელი! არც-ერთ სპორტში, არც ერთი ღონისძიებაზე ასეთი რაღაც არ ხდება!
ტრასაზე იყო უკუნეთი სიბნელე 20 მილიონი დაჯდა ტრეკი ამის დედაც მოვდღან და ერთი განათება რა გაუხდათ ტო?!!
მადლიერები ვართ და მთელი ცხოვრება მადლიერები ვიქნებით მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ ასეთ არაადამიანურ პირობებში უნდა ვიყოთ სულ და უკეთესი არ უნდა გვინდოდეს?! ან ტრიბუნებზე ერთი ხის მორები რა გახდა, ადრე რომ სტადიონებზე იყო ხოლმე მომძვრა ტრაკი იმენა მაგ ქვაზე ჯდომით. კიდევ კარგი მზე არ იყო თორემ არც გადახურვა აქვს მაგ ადგილს და არც არაფერი.
ეს ღამე სიარული კიდევ იმენა მაგარი ღლეობაა რა! ძალიან ბევრმა ვერ გამოავლინა თავის შესაძლებლობები ხილვადობის ნაკლებობის გამო.
ზოგს კარგი განათება აქვს და ზოგს საშუალო და ხშირად ეგ გადამწყვეტია ხოლმე ასეთი სიბნელის პირობებში...
რამენაირად არ შეიძლება ისე მოხდეს რომ 2 დღეზე გადანაწილდეს ეს ყველაფერი???? დღის შუქზე ჩაინიკებს ვუყურეთ 6 საათი არადა ეგ ყველაზე უინტერესო იყო და რაც საინტერესო იყო აღარავინ აღარ დარჩა ტრიბუნებზე.....
ამ მხრივ რაცაც მოიფიქრე დოლა რაა. ან ჩაინიკები გაუშვით გვიან, იმიტომ რომ ეგენი მაინც დაკატაობენ გზაზე და უაზროდ იწელება მაგათI გამოსვლები. უმორჩილესად გთხოვთ, გევედრებით რამე მოიფიქრეთ და ნუ გვატარებთ ამ სიბნელეში სულ!
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს გულით, ელემენტარული იმიტო რო სახლში ჯდომით და კლავიატურაზე გაზაობით არ მოუგია და სანამ საქართველო შურით, ბოღმით და დეზლით იქნება სავსე იქამდე არაფერი გვეშველება... (Patkach)