მოკლედ ბიჭებო ჩამოვიყვანე ჩემი მონსტრი
პირველი შთაბეჭდილებები არის მხოლოდ დადებითი , ძალიან კომფორტულად ზიხარ და საჭის ზომა არის მაგარი მოსახერხებელი. ჩემი არის 18იან დისკებზე და რესტაილი იქსის მერე არც ისე გრუბია , როგორც ყველა იძახის , ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. სულ რომ გრუბი და ტაშტი იყოს , ისეთი ხმა აქვს და ისეთ სიამოვნებას ვიღებ ტარებისგან , საერთოდ არ ვაქცევ სხვა რამეს ყურადღებას.
სალონი არის უმაგრეს მდგომარეობაში , ვგულისხმობ სკამების ტყავს , რომელიც ყველას შელახული აქვს ხოლმე. ძრავი მუშაობს იდეალურად.
ეხლა უშუალოდ მანქანას რაც შეეხება.
გამოცვალე :
წინა მარცხენა წერო ( ცაპკა ) - 200ლარი
ტრავერსი - 100 ლარი
უკანა ორივე გიტარა - 200 ლარი
კარობკის ზეთი , მატორის ზეთი , ყველა ფილტრი და აკუმულატორი თეგეტაში - 615 ლარი
ის ჩამოვიდა რასაც ველოდებოდი , გარდა ერთი დეტალისა , რომ ვიყიდე ტორპედოზე არაფერი არ ჭირდა და პორტში მოუწია დიდი ხანი დგომა ამერიკაში 2 კვირამდე , და დაიბერა , როგორც ყველა ინფინიტს ჭირს
ალბათ მაგას ალკანტარით გადავაკრავ.
წვა ჯერ-ჯერობით 15.3
დინამიკები ბოსე ; მუსიკის და მანქანის ხმა უმაღლეს დონეზეა.
თუ რამე გაინტერესებთ დაწერეთ და გიპასუხებთ .