დათო1981აგერ უკვე 1 წელზე მეტია რაც მყავს FX35 ის ბაზარი რო ვაიმე და უეჭველი დაბალი პრაბეგით იყიდე და ჰაი ჰუი სისულელეა
ძრავებზე დადის ლეგენდები ფორსიებულია და რესურსი აქ და ასე შემდეგ ძრავი რომელიც 500 000 უპრობლემოდ გადის და მერე ჭირდება კაპიტალკა ჩემი აზრით რესურსიანი კი არა კაი გამძლე ძრავია.
მოკლედ აქედანვე შეეგუე რო ხისტია სვლაშიც და მართვაშიც ნუ რასთან შედარებით ეგეც თემაა მარა ნუ ხისტად ითვლება რაა. ამორტიზატორები გამართული თუა და პერედოკი მწყობრში 1 კვირაში შეეჩვევი და საერთოდ აღარ იფიქრებ.
პლიუსები: სიხისტიდან გამომდინარე ტრასაზე აკრია მანქანა მოსახვევში ისე შეხვალ შეილება ბევრი სედანი ვერ შემოგყვეს, არ გეშინია გზაზე ტალღების იმიტო რო არ ხტუნაობს მანქანა ეგრევე იჭერს თავის თავს, ვიდი და სალონი ნუ სხვა თემაა გამართულ მდგომარეობაში მყოფი საკმაოდ შუსტრია 530 ზე სწრაფია რაც არ უნდა გასაკვირი იყოს

ხადავოი აქ უკვდავი მემგონი რაღაც მელაჩები შეილება გაფუჭდეს ძირეული რაცაა რავი არ ფუჭდება რაა, კარობკა საკმაოდ ნაძიოჟნია უბრალოდ არ უყვარს იი წამო ვიგონკაოთ ტიპები მასე დაბრიდავ მალე ჩვეულებრივ რეჟიმში არანაირი პრობლემა არ აქვს. საუნდ სისტემა განათება (მე ფილიფსის Xtreme vision ები მიყენია შეილება მაგიტომაც) ძალიან მაგარი აქვს. გამავლობაზე ძაან ბევრი დავა მიდის ამ მანქანაზე მარა რავი ბაკურიანში როცა თოვლი იდო გზებზე ძაან წყნარად ვიარე არსად არ გამჭირვებია (ლისი თუ გაქ საბურავები მასე წვიმაშიც მოცურდები). მოკლედ მე რასაც ვამუღამებ იმენა ტიპია რაა აი რო იტყვიან ხოლმე მანქანას სული აქო ეგრეა რაა არავის არ გავს ვაბშე საერთოდ სხვა მასტია. რატო იძახიან რო ქალის მანქანააო ჩემამდე არ დადის იმენა უხეში ტიპია და ქალთან არანაირი კავშირი არ აქ )))
მინუსები: ტორმუზებს პირველს ასახელებენ ხოლმე მარა რავი სუსტია აქტიური სიარულის დროს მალე ხურდება და ისე ერთხელ ძალიან რესკად გასაჩერებლად კარგი ტორმუზებია ჩვეულებრივ რეჟიმში არანაირი პრობლემა არაა უბრალოდ კარგი კალოდკები უნდა აყენო ასე რომ ეგ დაიკიდე, ზეთს უნდა კონტროლი აუცილებლად ძირითადი ძრავის პრობლემები მაშინ უწყება როცა პატრონი 15 ათასის მერე გაიხსენებს რო უი ზეთი შესაცვლელი ქონია და ნახევარი აღარაა შიგნით, ცოტას იპარავს ხოლმე და ნორმაცაა მენუალშიც უწერია 1-1.5 ლიტრი ჭირდება შეცვლიდან შეცვლამდე, სიხისტე უკვე დავწერე, ხო აუცილებლად მიაქციე ყურადღება რადიატორს ყიდვის დროს თუ შეატყობ რო დაბინძურებულია აუცილებლად გაწმინდე ან ჰაერის წნევით ან მოხსენი და კერხერით, ზატო მშვიდად იქნები რო წყლის პრობლემა არ გექნება, ვისაც პრობლემა ქონია წყალზე იმიტო რო რადიატორი ძაან დაბინძურებული იყო გარედან თერმოსტატმა აურია და საბოლოოდ წყალი აადუღა, ნუ მე მსგავსი პრობლემა არ მქონია და ერთეულებს ემართებათ ძაან ნირიახა მძღოლებს მარა მაინც გაითვალისწინე. სხვა ისეთი არ მახსენდება არაფერი მე რაც შევცვალე ჩემ მანქანაზე 140 მილ პრაბეგზე იყო წინა ამორტიზატორები და რასპრედვალის დაჩიკი (ნუ ეს სერვისული ამბავია რესურსი აქ მაგ დაჩიკს და ასე ისე შესაცვლელია ამ პრაბეგზე) ხოდა ჩემი მთავარი ტკივილი კატალიზატორები მეშლება და სუ ჩეკი მინთია დიდი პრაბეგის პრობლემა ესაა რა

დალშე შენ თუ დაგაინტერესებს რამე მკითხე ისე წვა მე შერეულად ვმოძრაობ და 13.6 მაქ კონდიციონერით დავდივარ თან სულ
ხოდა კიდე მოვლილი იყიდე აუცილებლად ვიღაცა ნირიახას ხელში ნამყოფი იასნია გაბანძებული იქნება ასე რომ ჯობია ცოტა მეტი გადაიხადო და დილერთან იყიდო კაი ისტორიით ვიდრე #####ულ გაფარჩაკებული