აპოკალიფსია თურმე თხევადი

90 ლიტრიანი (18 კუბიანი) 110 კილოიანი ბალონის ნაცვლად, მიყენია 65 ლიტრიანი 23 კილოიანი ბალონი. უკანა დაკიდებამ ამოისუნთქა. დამატებითი ზამბარები ლამის ამოვაცალე (დავტოვე და "პრასტავკები" ამოვაცალე მხოლოდ). მიუხედავად უფრო პატარა ბალონისა. გავდივარ დაახლოებით 2-ჯერ მეტს.
სუნს რაც შდეეხება ბუნებრივის დაწვის შემდეგ სუნი რაც იყო, თავს მატკიებდა ხოლმე (ცუდ გზაზე ნნელა სიარულისას შემოდიოდა სალონში). ამისი სუნი არ მაწუხებს. სხვანაირია. ხარჯი დავთვალე საშუალოდ და იგივეა. სადღაც 5-6 ათასი გავატარე. რაც ეყენა 2 ლარიანი ფილტრი ისევ ის მიყენია

სადგურების ბაზა მქონდა ნავიგატორში იმისიც და ამისიც. დაახლოებით 2-კერ მეტია ამჟამად ბუნებრივის ბაზაში. თუმცა თხევადი არის სტეფანწნუნდაში და ცაგერში, რაც უდიდესი პლიუსია. დედოფლისწყაროს ამბავი არ მაქვს გარკვეული და წალკა/ნინოწმინდის. თუმცა იმის გამო რომ მაგარი იაფია ამისი სადგურები, ეჭვი მაქვს რომ დაემატება ძალიან მალე. ზესტაფონში იმდენია რომ აღარც ჩავიწერე. ლამის ყოველ 100 მეტრშია. ქუთაისშია სავალალო მდგომარეობა ჯერ. იმედია გამოსწორდება. მესდია და სიტყვაზე დმანისი თუ დაემატა ეგ საერთოდ სუპერ იქნება.
ფაქტიურად ამ ავზით უკვე წერტილი არ მეგულება საქართველოში სადაც ბებზნინზე მომიწევს სიარული (ჰაჰა სვანეთში რომ თავი გავიგიჯო შიგნით ბევრი ბოდიალით და უკან ლატფარით რომ წამოვიდე, შეიძლება ცაგერამდე ვერ მოვაღწიო ცოტა). ადრე თუშეთი, ყაზბეგი, შატილი, ვაშლოვანი, ზემო აჭარა და სვანეთზე აღარაფერს ვამბობ სულ ბენზინით უნდა მომევლო ხოლმე. სიტყვაზე ადრე დედოფლისწყაოში რომ დავტენიდი, ვაშლოვანზე არ მყოფნიდა ხოლმე ბოლომდე. ახლა ჩალაუბანზე რომ ჩავასხა მანდედანაც კი მეყოფა ვაშლოვანზე და უკან ჩალაუბნამდე. და დედოფლისყწაროში თუ არის სადგული ხო საერთოდ.
This post has been edited by ნიკა on 18 Oct 2019, 18:19